logo_geo
ალკოჰოლი ტვინს ტოქსინებისა და საშიში ცილებისგან ასუფთავებს
- +

24 თებერვალი. 2018. 19:41



ცნობილია, რომ სპირტიანი სასმელების ხანგრძლივი მოხმარება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე უარყოფითად მოქმედებს. თუმცა, ალკოჰოლის მცირე დოზებს, ტვინზე დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია. თუ სპირტიან სასმელებს მცირე ულუფებად მივიღებთ, შესაძლებელია თავის ტვინის გათავისუფლება დაგროვებული ტოქსინებისა და უსარგებლო ცილებისგან.


სპეციალისტებმა შეისწავლეს ცხოველების ლიმფური სისტემა. მკვლევარები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ალკოჰოლის დაბალი დოზები ნერვული სისტემიდან საშიში, მათ შორის ალცჰაიმერის დაავადებასთან დაკავშირებული ცილების მოშორებაში გვეხმარება.


ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს ადამიანებზე ალკოჰოლის ზემოქმედება. სპეციალისტებმა გამოავლინეს, რომ წითელი ღვინო ადუნებს და საკუთარი მიმზიდველობის გრძნობას აძლიერებს, თუმცა, შესაძლებელია, მის მოხმარებას გულჩვილობა და დაღლილობაც თან სდევდეს. თეთრი ღვინოც ისევე მოქმედებს, როგორც წითელი, მაგრამ ნაკლებად გამოხატული ეფექტით.


მაგარი ალკოჰოლური სასმელები დაკავშირებულია აგრესიასა და მოუსვენრობასთან, თუმცა, ისინი მატებს ძალებს და თავდაჯერებულობას. ლუდი კი ერთდროულად ადუნებს და თავდაჯერებულობას სძენს ადამიანს.


 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი