logo_geo
შავი სია - 4 პროდუქტი, რომელიც არასდროს არავინ უნდა ჭამოს
- +

25 თებერვალი. 2018. 01:46



თუ ჯანმრთელობასა და იდეალურ სხეულზე ოცნებობთ, დაფიქრდით, სწორად იკვებებით? ეს 4 პროდუქტი რაციონიდან უნდა ამოიღოთ.

 

მაიონეზი


ყველაზე მავნე სოუსია. თუ მის გარეშე ვერ ძლებთ, თავად მოამზადეთ. ადვილი მოსამზადებელია. მზა კი უამრავ მავნე ნივთიერებას შეიცავს. თანაც, როგორ შეიძლება პროდუქტი იყოს სასარგებლო, რომელსაც 1 წელი აქვს შენახვის ვადა?!


მარგარინი


ხელოვნურ ცხიმს, ემულგატორებს და მცენარეულ ცხიმს შეიცავს, რომელსაც გენმოდიფიცირებული სოიისგან იღებენ. ამასთანავე, ქოლესტერინის ზრდას და გულ-სისხლძარღვოვან დაავადებებს იწვევს.


მიუსლი


დავიწყოთ იმით, რომ დიეტური საკვები არაა. 100 გრამი 400 კალორიას შეიცავს. უმჯობესია, საუზმეზე ომლეტი ან ფაფა მიირთვათ, ვიდრე შაქრითა და ცხიმით გაჯერებული მავნე საკვები.


უცხიმო პროდუქტები


უცხიმო იოგურტი და ხაჭოც არაა დიეტური საკვები. გემოს გასაძლიერებლად ქიმიური დანამატებითაა გაჯერებული. თანაც, შენახვის ვადის გასაზრდელად - ტრანსცხიმებით. უცხიმო ხაჭოსა და რძის პროდუქტები რაღაც ქიმიური ნაერთია და არა სასარგებლო პროდუქტი.






 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი