logo_geo
შვეიცარიის კანალიზაციაში ყოველწლიურად 43 კილოგრამი ოქრო ჩაედინება
- +

26 თებერვალი. 2018. 14:40



შვეიცარიის კანალიზაციაში ყოველწლიურად 43 კილოგრამი ოქრო ჩაედინება. ეს თითქმის ორი მილიონი დოლარია.


საქმე იმაშია, რომ შვეიცარია მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ოქროს გადამამუშავებელი ქვეყანაა და ძვირფასი მეტალის კონცენტრაცია საწარმოო წყლებში აქ ძალიან მაღალია.


მათი გაფილტვრა დაახლოებით იმდენივე დაჯდება, რაც ამ „გადაღვრილი" ოქროს ფასია. ოქროს გარდა შვეიცარიის კანალიზაციაში ყოველწლიურად 3 ტონაზე მეტი ვერცხლიც ჩაედინება - 1,7 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი.


შეგახსენებთ, მთელი მსოფლიოს ოქროს დაახლოებით 70% შვეიცარიაში იწარმოება, ხოლო ყველაზე დიდი ოქროს მარაგის მქონე ქვეყნებს შორის შვეიცარია მეშვიდე ადგილზეა 1 040 ტონა სახელმწიფო ოქროთი. ყველაზე დიდი ოქროს მარაგი აშშ-ს აქვს - 8134 ტონა. 



 

წყარო - agora.ge

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი