logo_geo
ტყლარწი - სათამაშო თუ სასიკვდილო განაჩენი
- +

26 თებერვალი. 2018. 15:24


 

სათამაშო ბავშვის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ის უმნიშვნელოვანესი ნივთია, რომელიც მოზარდის განვითარებისათვის აუცილებელია, მაგრამ მშობლებს წინასწარ უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ რა ტიპის სათამაშო შეურჩიოს შვილს. შერჩევის დროს გასათვალისწინებელია ბავშვის სქესი, ასაკი, განვითარების დონე, მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, როცა სათამაშოს უვნებლობაში ბოლომდე არ ვართ დარწმუნებულები?


ბოლო პერიოდში სათამაშოებზე კიდევ ერთი შემაშფოთებელი ინფორმაცია გავრცელდა: ბავშვებში ძალზედ პოპულარული წელვადი ჟელე - ე.წ. ტყლარწი მომწამვლელი აღმოჩნდა. ამის გამო დიდ ბრიტანეთში დიდი სკანდალი აგორდა. კვლევებით დადგინდა, რომ ე.წ. ტყლარწი სიცოცხლისთვის საშიშია და ორგანიზმში მისი მცირე რაოდენობით მოხვედრაც კი ჯერ მწვავე ინტოქსიკაციას, გართულების შემთხვევაში კი - სიკვდილს იწვევს. ლაბორატორიულმა კვლევამაც დაადასტურა, რომ ეს ნივთიერება რკინის და დარიშხანის სახიფათო დოზას შეიცავს.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი