logo_geo
მასაჟი - სწორი გზა ცელულიტის დასაშლელად
- +

28 თებერვალი. 2018. 16:09


 

ცელულიტის დასაშლელად მასაჟი ყველაზე სწორი არჩევანია. დღეს უკვე ნებისმიერ სილამაზის სალონში თუ ესთეტიკურ ცენტრში შეგიძლიათ გაიაროთ ანტიცელულიტური მასაჟის კურსი, თუმცა, რა თქმა უნდა, ამისთვის მოგიწევთ არც ისე ცოტა თანხის გადახდა.

 

მაგრამ თუ ჯერჯერობით არ გაქვთ საკმარისი ფული, შეგიძლიათ მასაჟი გაიკეთოთ საკუთარი ხელით.


***

მასაჟის წინ დაიბანეთ ხელები ცხელი წყლითა და საპნით. კარგად გაიხურეთ ხელები. არ გამოიყენოთ სპეციალური ზეთები, ისინი შეამცირებენ მასაჟის ეფექტს.


***

რა სიძლიერით გაიკეთებთ მასაჟს, ეს თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ ის აუცილებლად უნდა იყოს ღრმა და არა ზედაპირული. თავდაპირველად გადაატარეთ ხელისგულები კანზე ზედაპირულად.


***

შემდეგ დაიწყეთ ზელვა. ხელისგულებით დაიზილეთ ამობურცული ადგილები, ხოლო ფალანგის ძვლები კი ამოძრავეთ სპირალისებურად. ბოლო მოძრაობა განსაკუთრებით აქტიურად გააკეთეთ, ძლიერად გაჭიმეთ და ზილეთ კანი.


***

მასაჟის შემდეგი ეტაპით უნდა დაშალოთ ცხიმოვანი კაფსულები. ამისათვის უნდა დაიჩქმიტოთ კანი ცერა და საჩვენებელი თითებით. ამასთან, ოდნავ უნდა გაწელოთ კანი, მაგრამ არა დიდი ხნით და ძალიან ძლიერად.


***

შემდეგ მოიქციეთ კანი თითებს შორის და ნაზად ზილეთ ის. შეეცადეთ, ეს გააკეთოთ ყველა მონაკვეთზე და შეუჩერებლად.


***

თავდაპირველად ეს პროცედურა, შესაძლოა, გაგიჭირდეთ, ცოტაც გეტკინოთ, მაგრამ დროთა განმავლობაში გამაგრებული ადგილები გაიწოვება და მასაჟიც უფრო მარტივი გახდება...


***

ახლა გადადით მსუბუქ დარტყმებზე. ამის გაკეთება შეგიძლიათ ხელისგულებით ან მაჯებით, მაგრამ ნუ გადააჭარბებთ. თუ სუსტი კაპილარები გაქვთ, უმჯობესია, თავი შეიკავოთ მასაჟის ამ ეტაპისგან.


***

სეანსი დაასრულეთ ანტიცელულიტური საშუალების შეზელვით, რა თქმა უნდა, მსუბუქი მასაჟური მოძრაობებით.


***

ხოლო იმისათვის, რომ მეტი ეფექტი მიიღოთ მასაჟისგან და შეინარჩუნოთ შედეგი, ხშირად მიიღეთ კონტრასტული შხაპი, ხოლო კვირაში ერთხელ - ზღვის მარილის აბაზანა.





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი