logo_geo
სამყაროში ერთადერთი უკვდავი ქმნილება არსებობს და ეს მედუზაა
- +

1 მარტი. 2018. 12:37


 

 

სამყაროში ერთადერთი  უკვდავი ქმნილება არსებობს და ის მედუზაა, მას სამუდამოდ შეუძლია ცხოვრება, რადგან უჯრედების რეგენერაციის უნარი აქვს. მეცნიერულად ამ  ქმნილებას Turritopsis nutricula ჰქვია.


როცა ეს მედუზები ზრდასრულები ხდებიან და გამრავლების ფაზასაც ამთავრებენ, კი არ კვდებიან, საკუთარ თავს გარდაქმნიან ახალგაზრდა პოლიპად და ისევ უბრუნდებიან სექსუალურად მომწიფებულ საფეხურს. მათი უჯრედები პირვანდელ ფორმას უბრუნდება და წარმოიქმნება ახალი უჯრედებიც. მათი საცეცები იკუმშება, სხეული პატარავდება და ოკეანის ფსკერზე ეშვება, რომ ციკლი ხელახლა გაიმეოროს. ერთხელ კი არა, მათ ამის გაკეთება უამრავჯერ შეუძლიათ.


ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პაწაწინა, 5-მილიმეტრიან ქმნილებებს უსასრულო სიცოცხლე აქვთ. მათი ასეთი ტრანსფორმაცია სრულიად უცხოა ცხოველთა სამყაროსთვის. თუ მოზარდი მედუზა შეშინებული, დაშავებული ან მშიერია, საკუთარ თავს ის ოკეანის თბილი წყლით მკურნალობს. ტრანსფორმაციის დროს მისი კუნთოვანი უჯრედები გადაიქცევა კვერცხუჯრედად ან სპერმად, ხოლო ნერვული უჯრედები - კუნთოვან უჯრედებად.


მას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია მოკვდეს, თუ რომელიმე თევზი შეჭამს ან დაავადება დაამარცხებს.



უკვდავი მედუზა 1883 წელს აღმოაჩინეს ხმელთაშუა ზღვაში. მისი უნიკალური რეგენერაციის შესახებ 1990-იანი წლების შუა პერიოდამდე არ იყო ცნობილი.



ეს მედუზები კარგად არიან შეგუებულები საცხოვრებელ გარემოს. მაგალითად, მათ, ვინც ტროპიკულ წყლებში ცხოვრობენ, 8 საცეცი აქვთ, ხოლო მათ, ვინც ზომიერ ჰავაში ცხოვრობენ, 24 ან მეტი საცეცი აქვთ.



არავინ იცის, რამდენი წლისაა ყველაზე „მოხუცი" მედუზა და არც არსებობს რამე ხერხი ამის დასადგენად.




გარდა იმისა, რომ უკვდავები არიან, ასევე ისინი მრავლდებიან მსოფლიო ოკეანეებში. ისინი მიჰყვებიან გემებს, როცა მეზღვაურები ტვირთს ცლიან და წყალს ისევ ოკეანეში ასხამენ სხვა ადგილას, ეს მედუზასთვის ზრდის შანსებს, თავისი სახეობის სხვა სქესის ქმნილებას შეხვდეს და გამრავლდეს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი