თუ ოჯახში ბავშვები გყავთ, ყველაზე საჭირო წამლები ყოველთვის ხელთ უნდა გქონდეთ.
1. ბავშვებს ქრონიკული დაავადებებით - მათი ჩვეულებრივი წამლები.
2. სიცხის დამწევი (პარაცეტამოლის ან იბუპროფენის ბაზაზე).
3. ანტიჰისტამინური პრეპარატები - ნაკბენის და ძლიერი ალერგიული რეაქციების დროს
4. ელექტროლიტის ხსნარი („რეგიდრონი", ფიზიოლოგიური ხსნარი) კუჭ-ნაწლავის გაღიზიანების დროს, პროფილაქტიკისთვის.
5. ყველაფერი ჭრილობის დასამუშავებლად (ანტისეპტიკი + პლასტირი, ბინტი, მარლის ხელსახოცები).
6. ანთების საწინააღმდეგო თვალის წვეთები - კონიუქტივიტის დროს.
7. წვეთები - ყურის ტკივილის დროს.
8. შპრიცი ან პიპეტი.