logo_geo
პლანეტა, რომელიც მთლიანად წყლითაა დაფარული
- +

3 მარტი. 2018. 11:31


 

კოსმონავტების საერთაშორისო გუნდმა პირველად დეტალურად აღწერა ეგზოპლანეტა, რომელზეც ინფორმაცია ტელესკოპმა Hubble-მა მოაგროვა. სატურნის მაგვარი პლანეტა WASP-39b, თავისი ქიმიური შემადგენლობით, ძალიან განსხვავდება მზის სისტემის პლანეტებისგან.


WASP-39b დედამიწისგან 700 სინათლის წელიწადით შორსაა. ის მზის მაგვარი ვარსკვლავის ირგვლივ ტრიალებს და ცხელი სატურნების სახეობაში შედის - გაზის გიგანტის ფორმა, რომელიც ახლოსაა ვარსკვლავთან. მის ატმოსფეროში არ არის ღრუბლები, რამაც კოსმოსურ ობსერვატორიას საშუალება მისცა დაედგინათ ეგზოპლანეტაში ჰაერის სპექტრები.


მკვლევარებმა ატმოსფეროში წყლის ორთქლის ნიშნები აღმოაჩინეს, რომლის რაოდენობა სამჯერ უფრო მეტია, ვიდრე სატურნზე. გარდა ამისა, ატმოსფეროში მძიმე ელემენტები ჭარბობდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ეგზოპლანეტას მრავალჯერ მოხვედრია კომეტა. ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ თავდაპირველად WASP-39b უფრო დაშორებული იყო ვარსკვლავისგან, ვიდრე ახლა.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი