logo_geo
საბეჭდი მანქანა 145 წლისაა
- +

3 მარტი. 2018. 13:30




ისტორიკოსებმა დათვალეს და გაარკვიეს, რომ საბეჭდი მანქანა 52-ჯერ გამოიგონეს. ძველი კონსტრუქციებიდან ერთ-ერთი 2,5 მეტრი სიმაღლის იყო, მეორე - მთლიანად ხისგან იყო დამზადებული. ზუსტად საუკუნის განმავლობაში კაცობრიობას მის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო, ახლა კი საბეჭდი მანქანის ადგილი მუზეუმშია.


1714 წელს ინგლისელმა ჰენრი მილმა თავისი მოდელი დააპატენტა, თუმცა ის ლითონში არც არასდროს ჩამოუსხამთ. პირველი მოქმედი მოწყობილობა 1808 წელს იტალიელმა ტური პელეგრინომ დაამზადა, თუმცა, არც მას და არც მის აღწერილობას ჩვენამდე არ მოუღწევია. დარჩა მხოლოდ მასზე დაბეჭდილი ტექსტები.


მომავალი „რემინგტონი" 1868 წელს დააპატენტა აბდაუბდად ჩაცმულმა მექანიკოსმა ქრისტოფერ შოულზმა. ხუთი წელი დასჭირდა მწარმოებლის პოვნას, კიდევ რვა - იმისათვის, რომ ამ აღმოჩენით საქმიანი ადამიანები და საჯარო უწყებები დაინტერესებულიყვნენ.


1873 წლის 1 მარტს ფირმა „რემინგტონმა" საბეჭდი მანქანების სერიული გამოშვება დაიწყო.


შოულზმა მოიგონა კლავიატურის QWERTY წყობა, რომელიც შემდგომ კომპიუტერებსაც გადაეცა. პირველი მწერალი, ვინც საბეჭდ მანქანაზე მუშაობდა, მარკ ტვენი იყო.


 

big_banner
არქივი