logo_geo
თმის მოვლის წესები, რომლებიც უნდა დაიცვათ 30, 40 და 50 წლის შემდეგ
- +

4 მარტი. 2018. 22:12


 

1. თმის მოვლა 30 წლის შემდეგ


30 წლის ასაკში ყველაზე მნიშვნელოვანია თმა იყოს კარგად დატენიანებული.


დასატენიანებლად შესანიშნავი საშუალებაა - გამოიყენოთ თქვენი თმის ტიპის შესაბამისი კონდიციონერი, ბალზამი და ნიღაბი თმის აღდგენისთვის.


Victoria's Secret-ის „ანგელოზის" 36 წლის ადრიანა ლიმას საყვარელი დამატენიანებელი ნიღაბია - ავოკადოს ზეთით. კიდევ ერთი ცნობილი სუპერმოდელი ალესანდრა ამბროსიო რეგულარულად ისვამს თმის ბოლოებზე დამატენიანებელ ქოქოსის ზეთს.


2. თმის მოვლა 40 წლის შემდეგ


40 წლის შემდეგ ბევრი ქალი ამჩნევს, რომ თმის ღერები წვრილდება, ვარცხნილობა კი კარგავს მოცულობას.


ამ ასაკში ინტენსიურად დაიტენიანეთ თმა, გამოიყენეთ სპეციალური საშუალებები, რომლებიც თმას ამაგრებს და აღადგენს, ასევე კვებავს თმის ძირებს.


კარგი იქნება, თუ რჩევას სტილისტს ჰკითხავთ და თქვენთვის შესაფერის ვარცხნილობას შეარჩევთ.


თუ თმას ინტენსიურად იღებავთ, სასურველია არჩევანი ბუნებრივი ფერზე რამდენიმე ტონით ღია საღებავზე გააკეთოთ. სწორედ ეს ხერხი მოგცემთ საშუალებას უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ.


თქვენს რაციონში დაამატეთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით (მაგალითად, მაკადამიის თხილი), ანტიოქსიდანტებით (ბროწეული), კალციუმით და თუთიით, ან შეარჩიეთ შესაბამისი ვიტამინის კომპლექსები.


3. თმის მოვლა 50 წლის შემდეგ


ამ ასაკში მთავარი პრობლემაა - თმის ღერების აქტიურად გათხელება და ჭაღარა. ეცადეთ არ დაიბანოთ თავი ყოველდღიურად და იშვიათად გამოიყენეთ ცხელი ფენი. შამპუნისა და ბალზამის გარდა, სულ ცოტა კვირაში ერთხელ გამოიყენეთ დამატენიანებელი ნიღბები. ცნობილი ლამაზმანი სინდი კროუფორდი რეგულარულად იყენებს დამატენიანებელ ნიღბებს და თმაზე იჩერებს არა ნაკლებ 1 საათი.


დაამატეთ თქვენს მენიუში პროდუქტები, რომლებიც მდიდარია: - B ვიტამინითა და პროტეინებით (ხორცი, ლობიო, თხილი, ნიგოზი, ზღვის პროდუქტები); - კალციუმი, სპილენძი, თუთია, რკინა (ჭვავი, მაგარი ყველი, სეზამი, ხბოს ღვიძლი, მწვანე ბოსტნეული, წითელი ხორცი); - ბუნებრივი დამატენიანებლები ( კიტრი, პომიდორი, ვაშლი, ციტრუსები).


ნუ გამოეკიდებით გრძელ თმას. ამ ასაკში იდეალური ვარცხნილობა იქნება არა გეომეტრიულად შეჭრილი კარე, არამედ მსუბუქი კასკადი მოკლე ან საშუალო სიგრძის თმაზე. თუ ირჩევთ ვარცხნილობას ჩოლკით, უკეთესია ის ასიმეტრიული და გრძელი გაიკეთოთ.


რაც შეეხება თმის ფერს, სთხოვეთ სტილისტს, ოდნავ გააღიავოს კულულები სახის ირგვლივ. ეს ხერხი არა მხოლოდ ვიზუალურად უფრო ჯანსაღს გახდის თმას, არამედ სახეს ბზინვარებას მიანიჭებს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი