logo_geo
როგორ ვიპოვოთ იდეალური თმის ფერი
- +

6 მარტი. 2018. 18:45


 

დიანა იონატო ნიუ-იორკელი სტილისტი და კოლორისტია. ის მთავარ ნიუანსებს გვიყვება, რომლებიც დაგეხმარება საჭირო თმის ფერის არჩევაში.



 ჟღალი და წითელი

„დავიწყოთ ყველაზე რთულით. წითური თმა ეფექტურია მაშინ, თუ მას 3 ტონში შეიღებავთ: ყველაზე მუქი ძირებში, შედარებით ღია ფერი სიგრძეზე და უფრო ღია თმის ბოლოში. თუ ღია ფერის კანი გაქვთ, დაივიწყეთ წითელი და ლილისფერი (ღია იასამნისფერი). მხოლოდ თაფლის და ოქროსფრის ტონები! შავგვრემნებს კი პირიქით, რეკომენდაციას ვუწევ მაჰაგონის, ქლიავისა და ღვინის ტონებს".



 ბლონდი

„პლატინის ბლონდი, რომელიც დიდხანს იყო მოდაში, სინამდვილეში ერთეულებს უხდებათ. პლატინისფერი თმა რომ კარგად გამოიყურებოდეს, უნაკლო და იდეალური კანი უნდა გქონდეთ.

გამოკვეთილი წარბები და წამწამები, მსხვილი თვალები. აჯობებს აირჩიოთ თბილი ბლონდი.

ღია ფერის თვალებისთვის იდეალურია თაფლისფერი და ხორბლისფერი ტონები.

რაც უფრო მუქია კანი და თვალის ფერი, მით მეტი ნარინჯისფერი პიგმენტი უნდა იყოს თმაში".


 ომბრე

„როცა არ იცი, რა ფერად შეიღებო თმა - აირჩიე ომბრე, ეს ჩემი კრედოა. ის იძლევა მოცულობით ეფექტს. შეღებვა უნდა დაიწყოთ თმის ძირებიდან მინიმუმ 5-7 სმ-ით დაშორებით. პირველი ომბრე არ უნდა იყოს ძალიან კონტრასტული".



წაბლისფერი

„მუქთმიან გოგოებს ყველაზე მეტად გაუმართლათ. მათ ყველაზე ჯანმრთელი თმა აქვთ. არც ექსპერიმენტებია საშიში, რადგან პირვანდელი ფერის დაბრუნება ძალიან ადვილია. მე მიყვარს ყავის და შოკოლადის ტონები. ის ყველას უხდება."


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი