logo_geo
თირკმელ-კენჭოვანი დაავადებები მცენარეული საშუალებებით დავამარცხე და ახლა თქვენც გირჩევთ!
- +

7 მარტი. 2018. 10:51



თირკმელები დიდი ხანია მაწუხებს. როცა საშუალება მაქვს, საირმეში მივდივარ და მინერალური წყლით ვმკურნალობ. რამდენიმე წლის წინ სტრესის ფონზე კენჭის გავლაც კი მქონდა. სწორედ მაშინ მასწავლეს რამდენიმე მცენარეული საშუალება, რომელიც ასე მზადდება:


ვიღებთ თითო სუფრის კოვზ მარწყვბალახას, წითელი მოცვის ფოთოლს, როზმარინის ფოთოლს, შვიტას ბალახს, ძირტკბილას ფესვს, გრძელწიწვა ღვიის ნაყოფს. ამ ნარევს ვასხამთ 6 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, ვდგამთ, ვაგრილებთ, ვწურავთ და ვსვამთ ნახევარ ჭიქას დღეში 4-ჯერ.


ფოსფორის და კარბონატის ქვების დროს მიიღეთ ქრისტესისხლას ნაყენი: 1 ს/კ ხმელ, დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 4 საათის განმავლობაში. მიიღეთ 1/4-1/2 ჩ/ჭ დილით და საღამოს.


3 ს/კ წითლი მოცვის დაქუცმაცებულ, ხმელ, ფოთოლს დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ თერმოსში 3 საათის განმავლობაში. გაწურეთ და დაუმატეთ 2 ს/კ თაფლი. მიიღეთ 0,5 ჩ/ჭ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე.


2 ს/კ ასკილის დაქუცმაცებულ ნაყოფს დაასხით 2 ჩ/ჭ მდურარე წყალი, ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 10-15 წუთის განმავლობაში, გააჩერეთ 2 სთ, გაწურეთ. მიიღეთ 0,5 ჩ/ჭ 3-ჯერ დღეში, 1-2 ჩ/კ თაფლთან ერთად.


1 ს/კ ტეგანის დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, ადუღეთ გააჩერეთ 30 წთ, გაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჩ/ჭ 3-ჯერ დღეში, 1 ჩ/კ თაფლთან ერთად.


ოქსალატის ქვების წარმოქმნისას აიღეთ: ქაფუნას ბაალხი - 2 წილი, პიტნის ფოთოლი - 2 წილი, ქრისტესისლხლას ბალახი - 3 წილი, მატიტელას ბალახი - 8 წილი. 1 ს/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. გააჩერეთ 10-12 საათის განმავლობაში, გაწურეთ. მიიღეთ ერთი დღეში.


აიღეთ ქრისტესისხლას ბალახი - 1 წილი, მარწყვბალახას ბალახი - 1 წილი, არყის ხის ფოთოლი - 1 წილი. აურიეთ, 1 ს/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. გააჩერეთ 10-12 საათის განმავლობაში, გაწურეთ. მიიღეთ ძილის წინ 1 ჩ/ჭ ნაყენი.


 

წყარო: https://rchevebi.com

 

 

big_banner
არქივი