logo_geo
ქალი – ეს არის კაცის ანარეკლი
- +

8 მარტი. 2018. 01:18



მაშინ, როდესაც ცოლთან 7 წლიანი ურთიერთობის შემდეგ კრიზისი დაგვეწყო ურთიერთობაში, მომეწონა ერთი გოგო, რომელიც ჩემზე რამდენიმე წლით უმცროსი იყო, რომელიც ბევრად უფრო მიმზიდველი და შინაგანად ნათელი იყო, მას არ ჩამოსტიროდა სახე ყოველდღიური ყოფითი საკითხებისგან. აქედან გამომდინარე დიდი სურვილი გამიჩნდა მასთან გამება პარალელური რომანი, მაგრამ წარმოვიდგინე, რომ ამ ყველაფერს მოყვებოდა: პაემნები, სეირნობა, მისი მოხიბვლის მცდელობა, სიურპრიზების გაკეთება და ამ ყველაფრის მოწყობა მომიწევდა ცოლისგან და ხალხისგან ფარულად. რაღაც მომენტში დავფიქრდი: რისთვის მჭირდება ეს ყველაფერი? რა მოხდება თუ ამ ყველაფერს ცოლის მიმართ გამოვავლენ, მასთან ერთად წავალთ კინოში, პაემნებზე, შევეცდები მას ვასიამოვნო. როგორც კი ამ ყველაფრის კეთება დავიწყე შედეგმა არ დააყოვნა, მისი სახე ისევ ძველებურად გაბრწყინდა, მე ისევ დავინახე მასში ის ლამაზი გოგონა, რომელმაც ერთ დროს თავბრუ დამახვია. დღეს უკვე მრცხვენია იმ აზრების და სურვილების, რომელიც მაშინ გამიჩნდა, მაგრამ საკუთარ თავზე გამოვცადე ეს ყველაფერი და მივედი ერთ უტყუარ დასკვნამდე: ქალი-ეს არის კაცის ანარეკლი, როგორც ეპყრობი მას, ისეთი ხდება ის. ეს არის მთელი საიდუმლო....


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი