logo_geo
მეცნიერებმა მეხსიერების გაუმჯობესების მეთოდს მიაგნეს
- +

9 მარტი. 2018. 11:38



მეცნიერებმა მეხსიერების გაუმჯობესების მეთოდს მიაგნეს. სამეცნიერო ექსპერიმენტის დროს მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ახალი ინფორმაციის დამახსოვრების უნარი ძილთანაა დაკავშირებული.


იორკის უნივერსიტეტში, დიდი ბრიტანეთში, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, თუ როგორ იმოქმედა ძილის მიმდინარეობამ ადამიანის მეხსიერებაზე. ამის შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში „Current Biology".


სამეცნიერო ექსპერიმენტის დროს, ადამიანები ზედსართავებსა და მასთან დაკავშირებულ ასოციაციებს წარმოთქვამდნენ. შემდეგ ექსპერიმენტის მონაწილეებს იგივე ზედსართავები ძილის დროს გაუმეორეს. ელექტროენცეფალოგრამამ აჩვენა, რომ მათ ჰქონდათ შესაბამისი ასოციაცია.


ამ ექსპერიმენტის შედეგად, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ახალი ინფორმაციის დამახსოვრების უნარი ძილთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, მათ, ვისაც კარგად და მშვიდად სძინავთ, უკეთესი მეხსიერება აქვთ.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი