logo_geo
„ამ ბავშვს ჰარვარდში დაახვევინეთ! ბოლო 7 კითხვაზე პასუხი მე თვითონ არ ვიცოდი...“
- +

9 მარტი. 2018. 20:29



დაწყებითის მასწავლებელი ახლად ჩაბარებულ ერთ-ერთ მოწაფესთან სირთულეებს შეხვდა.


მან ჰკითხა: - რა გჭირს პატარავ?


ბავშვმა უპასუხა: - პირველი კლასისთვის მეტისმეტად ჭკვიანი ვარ. ჩემი და მესამე კლასელია და მას ჭკუაში ვჯობნი. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ მეც მე-3 კლასში უნდა ვსწავლობდე!


მასწავლებელმა პატარა ბავშვის მხრიდან ეს ზედმეტობად ჩათვალა. ამიტომაც, მან ის დირექტორთან მიიყვანა და სიტუაცია აუხსნა. დირექტორი დაფიქრდა, შემდგომ კი ბავშვს უთხრა:


- პატარა ტესტს ჩაგიტარებ და თუ რომელიმე კითხვაზე ვერ მიპასუხებ, უკან, პირველივე კლასში დაბრუნდები და შეეწყობი სწავლის პროცესს. თანახმა ხარ?


ბავშვი დათანხმდა.


- რამდენია 3 ჯერ 3?

- 9

- რამდენია 6 ჯერ 6?

- 36


ამგვარად, დირექტორმა ბავშვს ისეთი კითხვები დაუსვა, რომელიც თავისი აზრით მესამე კლასელ ბავშვს უნდა სცოდნოდა. შემდგომ იგი მასწავლებელს მოუტრიალდა და უთხრა:

- ვფიქრობ, შეგვიძლია ეს ბავშვი მე-3 კლასში გადავიყვანოთ.


მასწავლებელი ნერვულად გამოეპასუხა:

- მაშინ მეც მაქვს ჩემი კითხვები.

- კი ბატონო, მოგისმენთ.


- რა აქვს ძროხას ოთხი ისეთი, რაც მე ორი მაქვს?!


ბავშვმა პაუზის შემდეგ მშვიდად უპასუხა:

- ფეხები.


- რა არის შენს შარვალში ისეთი, რაც ჩემში არ არის?

- ჯიბეები.


- რას აკეთებს კაცი - ფეხზე მდგარი, ქალი - დამჯდარი, ძაღლი კი სამ თათზე მდგარი?


ამ ჯერზე დირექტორს თვალის გუგები გაუფართოვდა, მაგრამ სანამ რამის თქმას მოასწრებდა, მოსწავლემ უპასუხა:

- ხელს ართმევს სხვას.


- რომელი ისეთი ინგლისური სიტყვა, რომელიც იწყება „F"-ით და მთავრდება „K"-თი, თან მღელვარებასა და სიცხეს უკავშირდება.

- Firetruck (სახანძროს მანქანა).


- რომელი ისეთი ინგლისური სიტყვა, რომელიც იწყება „F"-ით და მთავრდება „K"-თი? და თუ კი ეს არ გაქვს, ხელებით მოგიწევს მუშაობა.

- Fork (ჩანგალი).


- ზოგ კაცს გრძელი აქვს, ზოგსაც მოკლე. ხოლო როდესაც მამაკაცს ცოლი მოჰყავს, ამ რაღაცას თავის ცოლს აძლევს? რა არის?

- გვარი.


- რომელ ორგანოს არ აქვს ძვალი, თუმცა ამის ნაცვლად კუნთებითა და ვენებითაა სავსე?

- გული.


დირექტორმა შვებით ამოისუნთქა და მასწავლებელს უთხრა:


- ამ ბავშვს ჰარვარდში დაახვევინეთ! ბოლო 7 კითხვაზე პასუხი მე თვითონ არ ვიცოდი.


 

big_banner
არქივი