logo_geo
XII საკუნის ეს რეცეპტი გულის ყველა პრობლემას უმკურნალებს - მონაზვნის საიდუმლო რეცეპტი
- +

10 მარტი. 2018. 01:59



ჩემი ბებია ალტერნატიული, არატრადიციული მედიცინის მიმდევარი იყო, რომელსაც უამრავი ადამიანი მიმართავდა დახმარებისთვის. მისი ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის საიდუმლოს უძველესი რეცეპტი წარმოადგენდა, რომელიც XII საუკუნეში დაიბდა. ამ რეცეპტის ავტორი გახლავთ ჰილდეგარდა ფონ ბინგენი - მონაზონი, რომელიც აბსოლუტურად ყველა დაავადებას კურნავდა.


აღნიშნული რეცეპტი გამოიყენებოდა გულის ნევრალგიის, უძილობის, სტრესისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების სამკურნალოდ. გარდა ამისა, ეს საშუალება აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის ჯანმრთელობისთვის.


გულის გაჯანსაღება ხალხური მედიცინის სასწაულმოქმედი რეცეპტით


თქვენ დაგჭირდებათ:

ოხრახუში - 10 ღერო თავისი ფოთლებით, თუმცა ფესვების გარეშე;

1 ლ წითელი ან თეთრი ღვინო;

300 გრამი ნატურალური თაფლი;

2 ს.კ. ვაშლის ძმარი.


მომზადება:


დააქუცმაცეთ მოცემული რაოდენობით ოხრახუში და დაასხით 1 ლიტრი წითელი ან თეთრი ღვინო. ნარევი მიიყვანეთ დუღილამდე და ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში.


5-წუთიანი დუღილის შემდეგ, ნარევი გადმოდგით ცეცხლიდან და მასში ჩაამატეთ მოცემული რაოდენობით თაფლი და ვაშლის ძმარი. კარგად გადაურიეთ. მიღებული მასა კვლავ დადგით ცეცხლზე, მიიყვანეთ დუღილამდე და კვლავ ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში. დუღილის პროცესში მოაშორეთ მას ქაფი კოვზის გამოყენებით.


ცხელი ღვინო გაფილტრეთ და ჩაასხით სითხე მინის ქილაში. შეინახეთ მაცივარში.


ღვინით მკურნალობა აბსოლუტურად უსაფრთხოა თქვენი ჯანმრთელობისთვის. მომზადებული საშუალება მიირთვით 1 სუფრის კოვზის ოდენობით, ყოველდღიურად. 1-თვიანი კურსის შემდეგ თქვენ შეამჩნევთ, თუ როგორ ივსება ორგანიზმი უშრეტი ენერგიითა და სასიცოცხლო ძალებით. კურსის ჩატარება რეკომენდებულია ყოველ 3 თვეში ერთხელ.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი