ნატურალური ყავის მოყვარულებს საკმაოდ დიდი რაოდენობით ყავის ნალექი უგროვდებათ, რასაც მათი უმრავლესობა ნაგავში ყრის. თუმცა ტყუილად - მისი გამოყენება შესაძლებელია:
ყავის ნალექი რბილად მოაშორებს ჭუჭყს ქვაბებსა და ტაფებს;
ყავის ნალექით სავსე კონტეინერი მოათავსეთ მაცივარში ან ნაგვის ურნასთან - ის შესანიშნავად შეიწოვს არასასიამოვნო სუნს; ყავის ნალექის დახმარებით მარტივად გაწმენდთ ღუმელსა და სამუშაო მაგიდის ზედაპირს;
ყავის ნალექისა და ზეითუნის ზეთის ნარევი (1:1) გააქრობს ავეჯზე ნაკაწრს;
ყავის სუნი იზიდავს მწერებს - ამიტომ გამოიყენეთ მათთვის მახის დასაგებად.
ბუნებრივი კოსმეტიკა
გამოიყენეთ ყავის ნალექი ხელის სკრაბის სახით;
ყავის ნალექს დაუმატეთ ქოქოსის ზეთი და გაიწმინდეთ სხეული;
ყავის ნალექით შეგიძლიათ დააფრთხოთ ჭიანჭველები - განათავსეთ ის იმ ადგილებში, სადაც მწერები გეგულებათ და იმავე დღეს შეიცვლიან საცხოვრებელს.
გამოიყენეთ ყავის ნალექისა და ფორთოხლის კანის ნარევი კატების დასაფრთხობად, რომლებიც ყვავილების ქოთნებს საპირფარეშოდ აქცევენ.