logo_geo
ფაქტი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს!
- +

12 მარტი. 2018. 00:46



ჰიტლერი, სტალინი და დაუნდობელი ბრძოლა კავკასიონისთვის:


„ჰიტლერის უშუალო ბრძანებით იალბუზის დაპყრობა და ქედის გადალახვა 49-ე მსროლელ კორპუსს დაევალა გენერალ კონრადის მეთაურობით.


საბრძოლო დავალება ასეთი იყო: პირველი - დარტყმა უნდა განხორციელებულიყო საქართველოს სამხედრო გზით თბილისზე; მეორე - ოსეთის სამხედრო გზით ქუთაისზე; ხოლო მესამე დარტყმა ითვალისწინებდა კავკასიონის დასავლეთი უღელტეხილის გადალახვას და სოხუმზე გასვლას.


კრემლში მაგიდასთან სულ ხუთი კაცი იჯდა; ხუთი კაცი, რომლებზეც იყო დამოკიდებული არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის, არამედ კაცობრიობის ბედი - სტალინი, მოლოტოვი, ბერია, ვოროშილოვი, მალენკოვი.

 

„მდგომარეობა კავკასიაში, - წარმოთქვა სტალინმა, - სერიოზულია, თითქმის კატასტროფული. მათ სურთ, დაარწმუნონ თურქეთი, რომ კავკასია დაპყრობილია, ჩვენს საზღვრებთან მომდგარი მილიონიანი თურქული არმია საქართველოში შემოიჭრას და დაიკავოს ამიერკავკასია. კავკასიონის უღელტეხილების დაცვას უშუალოდ თქვენ უხელმძღვანელებთ, ამხანაგო ლავრენტი.

 

კავკასიონზე მდგომარეობა კატასტროფულია, კავკასიონის დაკარგვა მოსკოვის აღების ტოლფასია. შეგიძლია თუ არა, დაიცვა კავკასიონი და შენი ქვეყანა? სვანეთის უღელტეხილებისა და, კერძოდ, ბეჩოს გადასასვლელის დაცვა თქვენი უპირველესი დავალებაა".


- მზად ვარ, მოვკვდე სამშობლოსათვის, დავიცვა მისი ღირსება და დამოუკიდებლობა.


„უნდა მოკვდნენ გერმანელები და არა თქვენ", - ღიმილით შემისწორა და განაგრძო, - „ხვალ, დილის 5 საათზე, ჩემი თვითმფრინავით გაფრინდებით თბილისში, თქვენი ხელმძღვანელი იქნება ბერია". - შემდეგ ხელი ჩამომართვა და გამომემშვიდობა. ქართველ მებრძოლთა ბრძოლის ყიჟინა აყრუებდა ჭიუხებს, ყველა დანაყოფის უფროსი ქართველი იყო (კონსტანტინე ლესელიძე, გიორგი ყურაშვილი, ისიდორე სილაგაძე)


მახსოვს, სატელეფონო საუბარში სტალინმა უსაყვედურა ბერიას: „როდემდე უნდა ფრიალებდეს იალბუზზე გერმანული დროშაო".


ჰიტლერი კავკასიონის დატოვებას არ აპირებდა. „ბლაუ III" ზესაიდუმლო ოპერაციად ითვლებოდა, სადაც ეწერა, რადაც უნდა დაჯდომოდათ, გადაელახათ კავკასიონი და გაჭრილიყვნენ ბაქოს მიმართულებით. „კავკასიური ნავთობის გარეშე ომს ვერ მოვიგებთ!" - ისტერიულად გაჰკიოდა ფიურერი. კავკასიისკენ დაიძრა სიკვდილის მანქანა, რომელიც მუსრს ავლებდა ყველას და ყველაფერს.


კავკასიისათვის გადამწყვეტი ბრძოლა ჰიტლერმა 1942 წლის 23 ივლისს დაიწყო.


ძალიან მძიმე დღეების შემდეგ, ქართულმა დანაყოფებმა შეძლეს ამ ბრძოლაში გამარჯვება, ეს სტალინური გენიის ნაყოფია, რომელიც მსოფლიო ომების ისტორიაშია შესული, როგორც ომის კლასიკური ნიმუში, და არასოდეს დაკარგავს მნიშვნელობას.


„ომის შემდეგ რიწის ტბაზე სტალინთან ერთად ბაღში ვსეირნობდით", - წერს თავის მემუარებში აკაკი მგელაძე. - „მან დიდი სიამაყითა და სიყვარულით გაიხსენა სახელოვანი მარშლები: ჟუკოვი, როკოსოვსკი, ვასილევსკი, კონევი და მათ შორის მოიხსენია კონსტანტინე ლესელიძეც. მომიბრუნდა და მითხრა: "მე მას ფრონტის სარდლობა შევთავაზე, არ დამთანხმდა".

 

აკაკი მგელაძის ჩანაწერებიდან



 

big_banner
არქივი