logo_geo
„ზუსტად ასევე გვიბრუნდება უკან ყველა სიტყვა, აზრი, გრძნობა რასაც ვუშვებთ სამყაროში“
- +

16 მარტი. 2018. 20:57



იცით თუ არა რომ ყველაფერი რაც ჩვენს გარშემო ხდება არის ანარეკლი იმისა, რაც ხდება ჩვენს შიგნით?


ანუ, ყველაფერი, რასაც ჩვენ ცხოვრებაში სამყაროსგან ვღებულობთ, არის უკუკავშირი იმისა, რასაც მანამდე გავცემთ ჩვენი სიტყვების, აზრების, გრძნობების და ემოციების სახით.


როგორც ექო, გვიბრუნდება მრავალჯერადი ჟღერადობით, ზუსტად ასევე გვიბრუნდება უკან ყველა სიტყვა, აზრი გრძნობა და ემოცია რასაც ვუშვებთ სამყაროში.


ოღონდ ექოსგან განსხვავებით, ეს არ ხდება მყისიერად და ამიტომ ჩვენ ვერ ვხვდებით თუ რა კავშირში შეიძლება იყოს ერთმანეთთან მაგალითად შემდეგი სიტუაციები:


ვთქვათ ვიღაცამ ქუჩაში გზა თავხედუდარ გადაგვიჭრა და ჩვენ გავბრაზდით, შეიძლება შევაგინეთ (დავწყევლეთ) მძღოლი და ამით გულმოოხებულმა გავაგრძელეთ გზა და როცა დანიშნულების ადგილას მივედით, უკვე შეიძლება არც გვახსოვს ეს პატარ ინციდენტი და ამიტომ აზრადაც არ მოგვივა დავუკავშიროთ მას ის ფაქტი, რომ ვერაფრით ვერ ვპოულობთ პარკირების ადგილს.


ისევე როგორც ვთქვათ ქუჩაში დავეხმარეთ უცნობ მოხუცს, რომელიც ძლივს მიათრევდა მძიმე ჩანთას, ხოლო თვის ბოლოს მოულოდნელად სამსახურში პრემია მოგვცეს. ამ დროს ალბათ არც გაგვახსენდება ორი კვირის წინ მოხუცს რომ დავემარეთ და რა თქმა უნდა ვერც დავაკავშირებთ ამ ორ შემთხვევას ერთმანეთთან, მაგრამ ეს კავშირი არსებობს და ის არსებობს მიუხედავად იმისა გვჯერა ჩვენ ეს თუ არა.


ამიტომ თუ გსურთ რომ თქვენს ცხოვრებაში უხვად იყოს სიხარულის, სიყვარულის, სინათლის, ბედნიერების ენერგიები, ეცადეთ მუდმივად კვებოთ საკუთარი თავი პოზიტივით და ჯერ თავად გასცეთ ისინი სამყაროში.


შევხვდებით მწვერვალზე!


სიყვარულით და მადლირებით, ხვიჩა მებონია


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი