logo_geo
რატომ არის საშიში მზის და მზის ანარეკლის ყურება
- +

18 მარტი. 2018. 14:32


მზის ყურებით ადამიანი დიდი ალბათობით არ დაბრმავდება, მაგრამ მხედველობა შეიძლება სერიოზულად დაიზიანოს. მზისგან ადამიანს შეიძლება ფოტოკერატიტი გაუჩნდეს. ამასთან, აუცილებელი არ არის მან პირდაპირ მზეს უყუროს: თუ მზის შუქს რაიმე ზედაპირი ირეკლავს, ადამიანზე ულტრაიისფერი გამოსხივება დამატებით მოქმედებს, რაც მხედველობის დაზიანების რისკს ზრდის. ამ მხრივ განსაკუთრებით სახიფათოა თოვლი: მას ულტრაიისფერი გამოსხივება 80%-მდე შეუძლია ასახოს. სახიფათოა წყლის და ქვიშის ანარეკლის ყურებაც.


მზის დიდხანს ყურებით, ბადურის სერიოზულად დაზიანების რისკი დიდია, რის გამოც ადამიანი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში შეიძლება შავ ლაქებს ხედავდეს. ასე ხდება, როდესაც, ადამიანები მაგალითად, მზის დაბნელებას სპეციალური დამცავი საშუალებების გარეშე აკვირდებიან.


ადამიანებს, რომლებიც მზიან ამინდში როგორც წესი არ იყენებენ მზისგან დამცავ კარგ სათვალეს, რომელიც ბლოკავს A და B (UVA- და UVB-სხივები) სპექტრის ულტრაიისფერ სხივებს, დიდი ალბათობით კატარაქტა (კატარაქტა თვალის ბროლის სრული ან ნაწილობრივი შემღვრევა, მისი გამჭვირვალობის დაკარგვა) განუვითარდება. და შეიძლება გაჩნდეს ყვითელი ხალის დეგენერაცია. ორივე ამ მდგომარეობის გამო ადამიანი მხედველობას კარგავს.


უფრო ახალგაზრდებს, რომლებიც თვალს ულტრაიისფერი სხივებისაგან არ იცავენ, ხშირად ფტერიგიუმი უვითარდებათ. ეს კონიუნქტივის ქსოვილია, რომელიც ფარავს ქუთუთოს შიგნითა ზედაპირს და თვალის კაკლის წინა ნაწილს. მაგრამ ზოგადად ფტერიგიუმი იშვიათი მოვლენაა. თუ ეს დაავადება მსუბუქ ფაზაშია მისი მკურნალობა წამლებით შეიძლება, დანარჩენ შემთხვევებში საჭიროა ოპერაცია.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი