logo_geo
ორსულობისას ხშირი ვარჯიში მშობიარობის დროს 50 წუთით ამცირებს
- +

19 მარტი. 2018. 11:54





ორსულობის განმავლობაში მუდმივი ვარჯიში, ბუნებრივი მშობიარობის ხანგრძლივობას საშუალოდ 50 წუთით ამცირებს. ამ დასკვნამდე ესპანელი მეცნიერები 805 ქალზე დაკვირვების შემდეგ მივიდნენ.


კვლევაში მონაწილე 805 ქალიდან, ნაწილი ხშირად ვარჯიშობდა ორსულობის განმავლობაში, ნაწილი კი ფიზიკური აქტივობით პრაქტიკულად არ იყო დაკავებული. დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ იმ ორსულებს, რომლებიც კვირაში სამჯერ თითო საათით ვარჯიშობდნენ, ბავშვის გასაჩენად, საშუალოდ, 7.5 საათი დასჭირდათ. მეორე კატეგორიის ორსულების მშობიარობა კი 8.5 საათს გაგრძელდა.


სპეციალისტების მოსაზრებით, ფიზიკურად აქტიურ ქალებს კუნთები უკეთ აქვთ განვითარებული და სწორედ ეს აადვილებს მშობიარობას.


ბოლო კვლევებით ასევე გაირკვა შეიძლება თუ არა ორსულებისათვის თმის შეღებვა და ქსოვა. მეცნიერებმა ასევე უპასუხეს შეკითხვას საშიშია თუ არა ორსულებისთვის თვითმფრინავით მგზავრობა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი