logo_geo
კარტოფილის კიბოსგან დასაცავად თურქეთიდან მისი შემოტანა რამდენიმე თვით აიკრძალა!
- +

19 მარტი. 2018. 23:08



კარტოფილის კიბოს გავრცელებისგან დასაცავად თურქეთიდან მისი შემოტანა რამდენიმე თვით აიკრძალა. გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 15 მარტს მიიღო.


კარტოფილის შემოტანა თურქეთიდან ნებადართული მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან იქნება.


სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის ინფორმაციით, კარტოფილის კიბო მსოფლიოში ყველაზე სერიოზულ ავადმყოფობად მიიჩნევა.


რა უნდა ვიცოდეთ კარტოფილის კიბოს შესახებ?


გაზაფხულის პერიოდში 15o-17o ტემპერატურის დადგომისას აქტიურდება კარტოფილის კიბო, რომლის დროსაც ავადდება მცენარის ყველა ორგანო.


შეუიარაღებელი თვალით მისი აღმოჩენა შესაძლებელია. ჰგავს ღრუბელს ან ახალგაზრდა ყვავილოვან კომბოსტოს, რომელიც თანდათან მოცულობაში იზრდება.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი