logo_geo
აფრიკის კონტინენტი შუაზე იყოფა?
- +

20 მარტი. 2018. 17:51

 

რამდენიმე წლის წინათ, ეთიოპიის უდაბნოებში ვულკანმა Erta Ale-მ გამოიღვიძა, რასაც ნიადაგში 60-კილომეტრიანი ნაპრალის გაჩენა მოჰყვა. ერტა ალე ერთადერთი ვულკანია მსოფლიოში, რომელსაც ორი ლავის ტბა აქვს და მის მიმართ მეცნიერებისა და მკვლევარების ინტერესი განუზომლად დიდია.


2010 წელს ლავის ტბის ფართობი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ნაპრალმა გაფართოება დაიწყო, რაც, მეცნიერების აზრით, აფრიკის კონტინენტის შუაზე გახლეჩისა და მეექვსე ოკეანის გაჩენის დასაწყისია.


საქმე ის გახლავთ, რომ აფრიკა ორ ტექტონიკურ ფილაზე მდებარეობს, რომლებიც ყოველწლიურად ერთმანეთს 2 სანტიმეტრით სცილდება. მეცნიერების ვარაუდით, ტექტონიკური ფილების მოძრაობა იმის მანიშნებელია, რომ კონტინენტი ორ ნაწილად იყოფა.


ნიუ-იორკის როჩესტერის უნივერსიტეტის გეოლოგი სინდი ებინჯერი, რომელიც Erta Ale-ს მოქმედებას წლების მანძილზე აკვირდებოდა, ინფორმაციის მიღებისთანავე, ეთიოპიაში გაემგზავრა.


„ნანახით შოკირებული დავრჩი. ვულკანი, ფაქტობრივად, დუღდა. გავარვარებული წითელი ლავა თითქმის ცას სწვდებოდა. მიწა ირყეოდა და ადგილ-ადგილ ნაპრალები ჩნდებოდა, სადაც ოკეანის წყლები შემოდიოდა", - განაცხადა ებინჯერმა გერმანულ გაზეთ „შპიგელთან" ინტერვიუში.


„ზუსტად არავინ იცის, როდის დაიკავებს წყალი ხმელეთის ადგილს, მაგრამ ეს ძალიან სწრაფი პროცესი იქნება. ბოლო 5 წლის მანძილზე აფრიკის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილის გარდაქმნა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. იმაზე სწრაფად, ვიდრე ბევრს ეგონა. უკანასკნელ წლებში გეოლოგები მხოლოდ რამდენიმე მილიმეტრიან ცვლილებას აფიქსირებდნენ, მაგრამ ამჟამად ეს მონაცემები მეტრებამდე გაიზარდა", - ამბობს ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერი ლორეინ ფილდი.


საგანგაშო ინფორმაციის მიუხედავად, მკვლევართა უმეტესობა დარწმუნებულია, რომ კონტინენტის ორ ნაწილად გაყოფას და ახალი ოკეანის წარმოქმნას დაახლოებით მილიონი წელი დასჭირდება.


 

 

 

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი