logo_geo
ჟურნალმა ELLE-მ მსოფლიოს ყველაზე ორიგინალური ნაძვის ხეების ფოტოები გამოაქვეყნა
- +

24 დეკემბერი. 2016. 22:13




საშობაო ნაძვის ხე პარიზის სატუმროში პარიზის PLAZA ATHENEE

 

 

ფრანგული მოდის სახლის, Dior-ის დიზაინერებმა მდიდრული საშობაო ნაძვის ხე შექმნეს სასტუმრო Plaza Athénée-სთვის. 5 მ სიმაღლის ხე სასტუმროს ვესტიბულის ცენტრშია მოთავსებული. დიზაინერული ნაძვის ხე დიორის საფირმო სტილშია გადაწყვეტილი-თეთრი და ოქროსფერი სათამაშოებით. ხის ქვეშ მოთავსებულია სასაჩუქრე ყუთები და რბილი დათუნია baby Dior. სასტუმრო, რომელიც პრესტიჟულ ქუჩა მონტელზეა განთავსებული, მსოფლიოს 5 საუკეთესო სასტუმროს შორისაა.


ნიუ-იორკის მთავარი ნაძვის ხე როკფელერ-ცენტრთან

 

 

ათასობით ფერადი ნათურით განათებული ნაძვის ხე ნიუ-იორკის ცენტრში, როკფელერ-პლაზაზე , აშშ-ს მთავარ ნაძვის ხედ ითვლება. ვაშინგტონის კაპიტოლიუმთან მდგარი ნაძვის ხეც კი არ ითვლება ამერიკის სიმბოლოდ. 1931 წლიდან ნორვეგიულ ნატურალურ ხეს, რომელიც არანაკლებ 20 მეტრისაა , 9 ტონაზე მეტს იწონის და მინიმუმ 74 წლისაა, 30 000 ფერადი ნათურით რთავენ. ცერემონიას ყოველ წელს რომელიმე ვარსკვლავი ხსნის. წელს ეს პატივი სტინგს, ანდრეა ბოჩელის და მერი ჯეი ბლაიჯს ერგოთ. დეკორი , ტრანსპორტირება და მონტაჟი სახელმწიფოს 1 მლნ დოლარი უჯდება-წელს მას თავზე 3 მეტრიანი ბროლის ვარსკვლავი დაადგეს, რომელიც სვაროვსკის თვლებითაა მოჭედილი.



საშობაო ნაძვისხე დუბაის სასტუმრო JAMEIRAH ZABEEL SARAY-ში

 

 

დუბაის ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული სასტუმრო  JAMEIRAH ZABEEL SARAY ნამდვილ დრესასწაულს აწყობს. საშობაო ულამაზეს ნაძვის ხესთან ერთად ფოიეს საშობაო ნამცხვრის სახლით ,სანტა კლაუსის და საშობაო აქლემების ფიგურებით რთავენ.


ცენტრალური ნაძვის ხე მოსკოვის გუმში, შადრევანთან

 

 

ქვეყნის მთავარი სავაჭრო ცენტრი თავისი დიზაინერული ნაძვის ხეებით არის განთქმული. საახალწლოდ გუმის მთელი პერიმეტრი მორთულია ბრჭყვიალა სხვადასხვა სტილის და ფორმის ნაძვის ხეებით, მაგრამ მთავარ ნაძვის ხედ ითვლება ის, რომელსაც შადრევანთან დგამენ. ის თითქმის გუმბათს წვდება და დეკორი საკუთესო საბჭოთა ტრადიციებს მოგაგონებთ: ქაღალდის გირლიანდები, პატარა ქოხები, კაშკაშა ბურთები და ვარსკვლავი წვერზე.





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი