logo_geo
„პავლე! ჩემთან მოსვლა უკვე საშიში აღარაა...“ - რა მისწერა ექვთიმე თაყაიშვილმა პავლე ინგოროყვას
- +

21 მარტი. 2018. 15:03


 


ექვთიმე თაყაიშვილი, მრავალწლიანი ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მაშინდელი უშიშროების ზედამხედველობის ქვეშ იყო, მასთან შეზღუდული იყო ვიზიტი, თავადაც უძლური იყო ხშირად გასულიყო სახლიდან, მეგობრის თუ ნათესავის სანახავად. თუმცა, ამ გარემოებას ოთხმოცდაათ წელს მიტანებული მოხუცისთვის ხელი არ შეუშლია, მისულიყო ნატა ვაჩნაძის სახლში და გაეფრთხილებინა - შენთან მოვლენ, გკითხავენ საფრანგეთზე და წინასწარ იცოდე, არ შეშინდეო.


პავლე ინგოროყვა, ექვთიმეს მეგობარი კი ინახავდა ფურცლის ნაგლეჯს წარწერით: „პავლე! ჩემთან მოსვლა უკვე საშიში აღარაა. შენი ექვთიმე."


ფოტოზე გამოსახულია პავლე ინგოროყვა (დ. 1 იანვარი, 1893, ფოთი - გ. 20 ნოემბერი, 1983, თბილისი) - ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე.




 

big_banner
არქივი