logo_geo
„აუცილებლად უკან დავბრუნდები“ - ქალი, რომელიც ასაკოვან კაცებთან ჯერ სექსუალურ კავშირს ამყარებდა, მერე კი კლავდა
- +

21 მარტი. 2018. 20:22



შეკითხვას, არსებობენ თუ არა მანიაკი ქალები, პასუხი გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტმა რობერტ რასელმა გასცა, როცა 1984 წლის  მოხსენებაში აღნიშნა, რომ მართალია, მანიაკთა 90% თეთრკანიანი მამაკაცია, მაგრამ დანარჩენ 10% -ს სხვა რასის და როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, სუსტი სქესის წარმომადგენლები ავსებენ. სხვათაშორის, სწორედ რასელმა დაამკვიდრა ტერმინი „სერიული მკვლელი', რომელიც ზუსტად მოერგო ეილინ უორნოსს - ალბათ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მანიაკ ქალს, რომელმაც მოგვიანებით ყველაზე „რომანტიკული და ტრაგიკული მკვლელის" სახელიც შეიძინა.


ეილინ უორნოსი 1956 წლის 29 თებერვალს დაიბადა მიჩიგანის შტატის ქალაქ როჩესტერში. მოზარდი მშობლები მის დაბადებამდე დაშორდნენ ერთმანეთს, როცა მამა რვა წლის გოგონას გაუპატიურებისთვის მოხვდა საპატიმროში და საკანში ჩამოიხრჩო თავი, თავქარიანმა დედამ კი, ორი წლის ეილინი უფროს ძმასთან ერთად რამდენიმე საათით მიაბარა მეზობელს, მერე კი, ტელეფონით შეატყობინა, რომ აღარასდროს დაბრუნდებოდა მათ წასაყვანად. 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი