logo_geo
პოსტი მათთვის, ვისაც სიგარეტზე თავის დანებება სურს...
- +

21 მარტი. 2018. 20:59



2018 წლის 1 მაისიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა აიკრძალება. ბევრი პროტესტს გამოთქვამს აღნიშნულის გამო, ბევრი კი სიხარულით შეხვდა ინიციატივას, რადგან მოწევისთვის თავის დასანებებლად ახალი მოტივაცია გაუჩნდა.


ჟურნალისტი ესმა კუნჭულია ერთ-ერთია, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაანება თავი თამბაქოს და მის მომხმარებლებს თავის საინტერესო გამოცდილებას ვრცელი პოსტით უზიარებს:


„არასოდეს არ მეგონა რომ დავანებებდი. იმიტომ, რომ არ მინდოდა, მიყვარდა მოწევა. ყავა, სიგარეტი, პოზა... აქამდე ვერც სოფელში გადმოსვლამ და აქაურმა ოზონმა მიშველა; ვერც ტაქიკარდიამ შემაშინა და ვერც ბავშვის ხათრმა...

 

სიგარეტის დანებება გადავწყვიტე, როცა ჭკვიანურად გავაცნობიერე, რომ მტანჯავს, მათამაშებს, ჩემს ფიქრზე ბატონობს, შეხვედრებისას ვეძებ აივანს, აეროპორტებში აქოთებულ მოსაწევ წერტილებს, მოლაპარაკებებისას - მაიძულებს მის სურვილებს ავყვე, თემა შევამოკლო, გადავდო, დრო მოვიპარო, რომ გავიდე სადმე ჰაერზე და გავაბოლოო!

 

არ მიომია. თითიც არ გამინძრევია. ვაღიარე, რომ მმართავს და რომ ნარკომანი ვარ. შემეცოდა ჩემი თავი და აი, იმ შეცოდების კოშმარმა განცდამ გამოიწვია გაქცევა. ის დარჩა - პოზა, აეროპორტებში წამება, მოლაპარაკებების დროის მოპარვა და მე მივატოვე.

 

მოკლედ, არ მიომია, უბრალოდ დამავიწყდა მისი არსებობა. ჩვენ არასოდეს შევხვდებით ერთმანეთს. ერთმანეთს შევეშვით.

 

P.S. ვინც აი, ამ წამს, ჩემი პოსტის შემდეგ დაანებებთ თავს - დაიმახსოვრეთ - პირველი 7 დღე და 21-ე დღეა ცოტა მძიმედ გადასატანი, როცა არ იცი შენი, ყოფილი ნარკომანის წიკები როგორ მოიშორო. სიგარეტი კი არ გინდა, ხელებით ეძებ და ხელებს უნდა მიხედო.

 

სხვა დღეებში ლიწინით მიდის - სიხარულის განცდა. გიხარია, რომ არამწეველი ხარ. სიგარეტზე დახარჯულ დროს იყენებ ყველაფერში... ვეღარ უძლებ უძილობას, ღამის ნაფასებს, ღამის კლუბებისა და გვიანამდე სტუმრების ხმაურს... აღარც მწეველების კუტოკში ხარ, ჭამის შემდეგ ჯგროდ რომ გადიან რესტორნის წინ მოსაწევად.

 

ადრე წვები და დილით 7 საათზე დგები (სკოლის მერე არ ავმდგარვარ ასე ყოველ დღე, გადაბმულად 7-ზე). გრძნობ, რომ „ეწევი" სხვა რამეს, ეწევი და კაიფობ სხვა რამით - სიხარულის განცდით!

 

ეს არის გრძნობა, რომელიც რაღაცნაირად მსუბუქს გხდის და გრძნობ, როგორ ადის-ჩადის მთელს სხეულში „ლიფტები". რაღაცით ჰგავს სიყვარულს. ან ხარისხიანი ფლირტის დროს აფარფატებულ პეპლებს... ჰგავს კი არა, იგივე ქიმიაა. შინაგანი მორფინია - ენდორფინი.

 

თუ ამ სიხარულის განცდას ყურს დაუგდებ, ის გკარნახობს, რომ ის იგივე სიხარულია, რომელსაც კარგ ფორმაში ყოფნისას განიცდი; ანუ - არ ჭამოო, გკარნახობს და არ ჭამ. ვარჯიშს ვიწყებ 3 თვის თავზე. ჯერ ცოტა ადრეა. ასე მიკარნახა ჩემმა სიხარულის განცდამ.

 

ერთად ლამაზად ჩავაწიკწიკე თეთრი მაისურები, ფერადი ელასტიკები, ბოტასები მაქვს უკვე სადღაც 15 ლამაზი ახალი წყვილი. ჩემს გარდერობს ასდის გრილი სუნი - კალვინ კლაინის ეიფორია, სიქეი N1, ბერბერის ბითზ, შანელის შანსი, დიორის დიორი შანსი, ივ როშეს მცენარეები, ტერი მიუგლერის ვუმენითი - ხიზილალა და ლეღვი, აგენტ პროვოკატორის ბოლო სუნამო, კლარინსის ლურჯი ენერგიის მომცემი, კლინიკის ჰეფფი, ესტე ლაუდერის ნებისმიერი... და ა.შ. და ა.შ. მოკლედ, უსიგარეტობას აქვს საკუთარი სუნიც, გრილი და ფარფატა. სუნი კი ჩემი დისერტაციის ნაწილია!" - წერს კუნჭულია.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი