logo_geo
რა უნდა ვიცოდეთ ჭაღების არჩევისას?
- +

22 მარტი. 2018. 10:25



განათება ინტერიერის დიზაინის ფორმირებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მისი უამრავი ფორმა და ფუნქციური დანიშნულება არსებობს, მაგრამ პრაქტიკულად ყველაზე მოსახერხებელი და ხშირად გამოყენებადი ჭაღებია. უკვე ძველმოდურია ის მოსაზრება, რომ ისინი მხოლოდ გასანათებლად გამოიყენება. თანამედროვე ინტერიერში ჭაღი შეიძლება მთავარი დეკორატიული ელემენტი გახდეს. გარდა ესთეტიკური და ფუნქციური მნიშვნელობისა, ჭაღს შეუძლია სივრცის ზონირება.




მაშ ასე, მათი შერჩევისას გაითვალისწინეთ შემდეგი კრიტერიუმები: 1. ოთახების განლაგება - თავისთავად, სააბაზანოსა და მისაღებისთვის ერთნაირ ჭაღებს ვერ გამოიყენებთ. 2. ოთახის ზომა და ფუნქციური ზონების რაოდენობა - სივრცის თითოეული სეგმენტისთვის ჭაღის ინდივიდუალური ვარიანტია შესარჩევი. 3. ინტერიერის ფერთა პალიტრა და ზოგადად, სტილისტური მიმართულება, ჭაღის არჩევაზე დიდ ზეგავლენას ახდენს.



ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს საკიდი ჭაღები. მას მოსდევს ჭერის ჭაღები. ეს უკანასკნელი არაჩვეულებრივია ისეთი სახლებისთვის, რომლებშიც დაბალი ჭერია. დიზაინერული ჭაღები კი შეიძლება ზემოთ აღნიშნულ ორივე ტიპის სანათურს ეკუთვნოდეს.



სტილისტური შესრულებით კი კლასიკური მოდელის ჭაღები დომინირებს. მათ აქვთ რამდენიმე პლაფონი და დეკორატიულ ელემენტებსაც მოიცავს. თავად სახელწოდება კლასიკურმა არ უნდა შეგვაშინოს. ის შეიძლება ნებისმიერი ტიპის ინტერიერის დიზაინს მოუხდეს: ნეოკლასიკურიდან დაწყებული ავანგარდით დამთავრებული. რაც შეეხება მასალას, ამგვარი ჭაღები დამზადებულია პლასტმასისგან და მორთულია დეკორატიული ელემენტებით (სვაროვსკის თვლების მაგვარი). აქედან გამომდინარე, ის რესპექტაბელურად გამოიყურება. ასევე უნდა გავითვალისწინოთ თანამედროვეობის მოთხოვნილებებიც: ლაკონურობა, შესაბამისად, დეკორის მინიმალიზმი. თუ კლასიკურ ჭაღს ღია ფერებს დავუმატებთ, ინტერიერის კუთხით სანათურები დიზაინში მთავარი აქცენტი იქნება.



მოდერნის სტილის ჭაღები სიახლით და ულტათანამედროვეობით გამოირჩევა. ფაქტობრივად, დღესდღეობით შექმნილი სანათურების უმეტესობა ამ სტილშია დამზადებული. ფუნქციურობასთან ერთად, მოდერნული ჭაღები კრეატიულ ატმოსფეროსაც ქმნის. ლაკონური კონსტრუქცია, რამდენიმე სანათურით, პლაფონის გარეშე - აი, ასე შეგვიძლიათ აღვწეროთ ისინი.




21-ე საუკუნეში ბუნების დაცვა ნებისმიერ სივრვცეში წამყვანი მიმართულებაა. ამ შემთხვევაში არც ჭაღებია გამონაკლისი. ეკო-სტილის ჭაღები დამზადებულია ბუნებრივი მასალებისგან: მეტალი, ხე, მინა, ქსოვილი, ქაღალდი. მისი დიზაინი თანამედროვე სტილს თავისუფლად ერწყმის.




მისაღებ ოთახში, გირჩევთ, რომ ჭაღი საერთო მაგიდის ზემოთ განათავსოთ. საძინებელში კი ყველაფერი პირიქითა - უმჯობესია, სანათური ოთახის ცენტრში არ იყოს. ალტერნატიულ და იდეალურ ვარიანტად საწოლის კიდე ან გვერდული სივრცე გვევლინება.



 

 

 

 

წყარო http://metra.ge

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი