logo_geo
მოძღვრისა და ქირურგის თანდასწრებით უნდა ჩაეტარებინა სექსუალური აქტი
- +

22 მარტი. 2018. 12:15



1. XVIII-XIX საუკუნეში, ბრიტანეთში ცოლ-ქმარი თუ განქორწინებას გადაწყვეტდა, მამაკაცის ქალი გაჰყავდა ქალაქის მოედანზე, დასვამდა სკამზე და აუქციონის წესით ყიდდა. ქალი სიამოვნებით მიჰყვებოდა ახალ მყიდველს, რადგან იცოდა, რომ თუ მამაკაცს ზედმეტი „2 კაპიკი" ჰქონდა, მასთან უკეთესად იცხოვრებდა.

 

2. რუმინეთში, XV-XVIII საუკუნეში არსებობდა წესი: განქორწინების მსურველ ცოლ-ქმარს კეტავდნენ ერთ ოთახში 2 კვირით. ისინი იყოფდნენ ყველაფერს: საწოლს, თეფშს, ჩანგალს, საკვებს, სკამს... 2 კვირის მერე თუ მათ ისევ ექნებოდათ სურვილი, ეკლესია განქორწინების უფლებას აძლევდა. სამი საუკუნის განმავლობაში მხოლოდ ერთი წყვილი განქორწინდა.

 

3. შუა საუკუნეებში, გერმანიაში ასეთი წესი იყო: განქორწინების მსურველი ცოლ-ქმარი ქალაქის მოედანზე გამოდიოდა და ერთმანეთს მანამდე ებრძოდა, სანამ რომელიმე არ მოკვდებოდა. მამაკაცი „დუბინკით" იბრძოდა, ქალი - ქვებით სავსე ტომრით. თუ ერთმანეთს სიცოცხლეს ვერ გამოასალმებდნენ, წაგებულს სიკვდილით სჯიდნენ.

 

4. ბევრ ქვეყანაში არსებობდა წესი, რომ ქმარს შეეძლო, განქორწინების მოსურნე ცოლი მოეკლა. საფრანგეთში 1975 წლამდე არსებობდა კანონი, რომელიც ქმარს ცოლის მოკვლის უფლებას აძლევდა, თუ ქალს ღალატისას შეუსწრებდა საწოლში, თავისსავე სახლში და ასევე, უფლება ჰქონდა, მოეკლა ცოლის საყვარელიც. ინდოეთის ზოგიერთ პროვინციაში დღემდეა ეს კანონი. ქმარი შეუთვლის ცოლის ნათესავებს, რომ ცოლის კოცონზე დაწვა აქვს გადაწყვეტილი. თუ ისინი გამოსასყიდს გადაიხდიან, რაც საკმაოდ სოლიდური თანხაა, მაშინ გადაარჩენენ ქალს, თუ არა და ის ცეცხლის წერა ხდება.

 

5. საფრანგეთში ქალს შეეძლო, ქმარს გაყროდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის იმპოტენტი იყო. მამაკაცს თუ ცოლის შენარჩუნება უნდოდა, უნდა დაემტკიცებინა, რომ ქალი ტყუოდა. მას ჯერ გახდიდნენ და შეამოწმებდა სპეციალური კომისია, ხოლო შემდეგ მოძღვრისა და ქირურგის თანდასწრებით უნდა ჩაეტარებინა სექსუალური აქტი ცოლთან. მამაკაცების უმეტესობა ამას ვერ ახერხებდა და ცოლს განქორწინების უფლება ეძლეოდა.

 

 

 

/მარი ჯაფარიძე/



 

big_banner
არქივი