logo_geo
5 მიზეზი, რატომ უნდა ვჭამოთ ხშირად წიწიბურა
- +

22 მარტი. 2018. 18:23



ფაფა ყველას არ უყვარს, მაგრამ წიწიბურა გამონაკლისია. მის სასარგებლო თვისებებზე ალბათ გსმენიათ, თუმცა, არსებობს 5 მიზეზი, თუ რატომ უნდა ჭამოთ წიწიბურა ხშირად.


1. წიწიბურას ფაფა უნიკალური დიეტური პროდუქტია. შეიცავს სასარგებლო ცილას, ამინომჟავებს. მარხვის პერიოდში იდეალურად ანაცვლებს ხორცს.


2. სხვა ფაფებისგან განსხვავებით, აუმჯობესებს შაქრის დონეს სისხლში. ამიტომაა სასარგებლო დიაბეტიანებისთვის.


3. ფოლიუმის მჟავითა და „პე" ვიტამინითაა მდიდარი. აუმჯობესებს იმუნიტეტს. დაგიცავთ ანემიისგან და ამავდროულად, გაგიძლიერებთ კაპილარებს.


4. წიწიბურას ფაფა იცავს ორგანიზმს ონკოლოგიური დაავადებებისგან. მდიდარია ფლავონოიდებით, რომლებიც ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს და ამგვარად იცავენ ორგანიზმის უჯრედებს.


5. და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი ისაა, რომ ის გენმოდიფიცირებული პროდუქტი არაა. ის შეგიძლიათ თამამად და ხშირად აჭამოთ ბავშვებს და თავადაც მიირთვათ. გარდა ამისა, წიწიბურა არაა დაბინძურებული ნიტრატებით.







 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი