logo_geo
4 პროცედურა, რომლითაც სჯობს, რომ დაიწყოთ დღე
- +

22 მარტი. 2018. 18:34


 


ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის მასზე რეგულარულად უნდა იზრუნოთ. არსებობს უამრავი პროცედურა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნები გაღვიძებისთანავე უნდა შეასრულოთ, თანაც რეგულარულად.


პროცედურების ჩასატარებლად დაგჭირდებათ: ლიმონი, თაფლი, წყალი და წყალბადის ზეჟანგი.


1. ენის წმენდა


ყოველ დილით, კბილების გახეხვასთან ერთად, აუცილებელია ენის გაწმენდაც. ამ პროცედურას ადამიანები უხსოვარი დროიდან იტარებდნენ. ენის გაწმენდას პაციენტებს ავიცენაც ურჩევდა. ენა შეგიძლიათ გაიწმინდოთ კბილის ჯაგრისით, მრგვალპირიანი კოვზით ან სპეციალური საწმენდით.


რატომ უნდა გავიწმინდოთ ენა?


გათავისუფლდებით ბაქტერიებისგან, რომლებიც კუჭში ჩადის და სხვადასხვა დაავადებას იწვევს;


ენაზე არსებული ბაქტერიები პირის უსიამოვნო სუნის მიზეზია.

 


2. თბილი წყალი


გაღვიძების შემდეგ აუცილებელია წყლის დალევა. სასურველია, წყალი შეათბოთ, მაგრამ არ აადუღოთ, დაუმატოთ ლიმონის ნაჭერი ან წვენი და ყლუპ-ყლუპად დალიოთ ჭამამდე 20 წუთით ადრე.


რისთვის არის საჭირო თბილი წყლის დალევა?


წყალი „გამოაფხიზლებს" კუჭ-ნაწლავის სისტემას;

მოამზადებს საკვების მისაღებად და გადასამუშავებლად;

აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას;

ასუფთავებს ღვიძლს;


ლიმონის წვენი უამრავ სასარგებლო ნივთიერებას (ფოსფორს, ნატრიუმს, კალიუმს, მაგნიუმს, რკინას, აგრეთვე, C ვიტამინს) შეიცავს.

 

 

3. თაფლი საუზმის წინ


საუზმობამდე 10 წუთით ადრე შეჭამეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და დააყოლეთ 1 ჭიქა წყალი. თაფლი, რა თქმა უნდა, ახალი და ნატურალური უნდა იყოს.


რატომ უნდა ვჭამოთ თაფლი უზმოზე?


თაფლი ვიტამინებისა და მიკროელემენტების წყაროა. შეიცავს ფრუქტოზასა და გლუკოზას. ისინი ორგანიზმს ენერგიით ავსებენ, აუმჯობესებენ ტვინის მუშაობას; აგიმაღლდებათ იმუნიტეტი;


თაფლი შეაჩერებს ორგანიზმში მიმდინარე დაბერების პროცესს;

 

 

4. პირის ღრუში წყალბადის ზეჟანგის გამოვლება


საუზმის დასრულების შემდეგ კბილები უნდა გაიხეხოთ და წყალბადის ზეჟანგი გამოივლოთ. 5-7 წვეთი (3-პროცენტიანი) შეურიეთ 50 მლ წყალში და გამოივლეთ პირის ღრუში.


რატომ უნდა გამოივლოთ წყალბადის ზეჟანგი?


საუკეთესო საშუალებაა კარიესის პროფილაქტიკისთვის. კბილებისა და ღრძილების დაავადების დროს;


პირიდან გაგიქრებათ უსიამოვნო სუნი; გაგითეთრდებათ კბილები.

 


გაითვალისწინეთ ეს 4 რჩევა, შეასრულეთ ისინი ყოველ დილით და თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ.


თუ პროცედურები მოგეწონათ, მათ ჩატარებამდე დარწმუნდით, რომ ჩამოთვლილ პროდუქტებზე ალერგია არ გაქვთ.






 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი