logo_geo
სვით ლიმონიანი წყალი აბების ნაცვლად, თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ეს 13 პრობლემა გაწუხებთ
- +

23 მარტი. 2018. 14:37



ერთი ჭიქა ლიმონიანი თბილი წყლის მირთმევა - საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც დილით, ახალგაღვიძებულზე შეგიძლიათ. როგორც ყველას კარგად მოგეხსენებათ, ამ ციტრუსის წვენი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია. ის მდიდარია B და C ვიტამინებით, კალიუმით, ეთერზეთებით და სხვა სასარგებლო კომპონენტებით.


რეგულარულად ამ სასმელის მიღებით თქვენ შეძლებთ იმუნიტეტის გაძლიერებას, საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებას, წონის კლების ჯანსაღი პროცესის სტიმულირებას, სხეულის pH მაჩვენებლის დარეგულირებას და არა მხოლოდ...


განსაკუთრებით სასარგებლო ლიმონიანი წყლის მიღება სწორედ იმ შემთხვევაშია, თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შემდეგი პრობლემები აგეღნიშნებათ:


აკნე

ლიმონიანი წყალი გვიცავს აკნესგან. გარდა შინაგანად მიღებისა, თქვენ შეგიძლიათ ბამბის დისკის დასველება ამ სასმელში და კანის პრობლემური მონაკვეთების დამუშავება. მოცემული მეთოდი საკმაოდ ეფექტურია შავი წერტილების მოსაშორებლად. გაითვალისწინეთ, ლიმონის წვენის გამოყენებისას მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ კანს თვალების გარშემო.


კენჭები თირკმელებში

როგორც უკვე ვახსენეთ, ლიმონის წვენი მდიდარია კალიუმით. მოცემული ელემენტი ზრდის ციტრატის დონეს შარდში, რაც თავიდან გვარიდებს კენჭების ფორმირებას.


სუსტი იმუნიტეტი

ლიმონიანი წყალი აძლიერებს ლიმფურ ფუნქციას, რაც ხელს გვიწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებაში და ორგანიზმში ბინადარი პათოგენური მიკროორგანიზმების განადგურებაში.

 

ზედმეტი წონა და გაუკონტროლებელი მადა

ლიმონში შემავალი ვიტამინები არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს. ამ ციტრუსის წვენი მდიდარია პექტინითა და უჯრედისით, რომელთა დახმარებით შიმშილის შეგრძნების გაკონტროლება მარტივადაა შესაძლებელი. გარდა ყოველივე ამისა, მოცემული სასმელი აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესსაც, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ჭარბწონიანობის წინააღმდეგ ბრძოლის დროს.

 

ნაღვლის ბუშტის დაავადებები

თუ თქვენ რეგულარულად უზმოზე ლიმონიან წყალს მიიღებთ, შეძლებთ ნაღვლის ბუშტთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრას და ამ ორგანოს გაჯანსაღებას.

 

გაციება და გრიპი

ვიტამინ C, რომელსაც ჭარბად შეიცავს ეს ციტრუსი, ძალიან ძლიერი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია. ის გამოირჩევა ანტიბაქტერიული თვისებებით, რის გამოც ლიმონიანი წყალი არაჩვეულებრივია გაციებისა და გრიპის წინააღმდეგ საბრძოლველად.


გასტროეზოფაგური რეფლუქსი

მაქსიმალურად შორს დაიჭირეთ თავი აბებისგან. მათ ნაცვლად ყოველ დილას, უზმოზე მიირთვით ლიმონიანი წყალი. დაახლოებით 2 კვირაში სასიამოვნო ცვლილებები თვალსაჩინო იქნება.


მტვრევადი ფრჩხილები

თუ თქვენ რეგულარულად ამ სასმელს მიიღებთ, შეძლებთ ფრჩხილების გამაგრებას, გაჯანსაღებასა და თეთრი ფერის ლაქების მოშორებას.


საკვებით მოწამვლა

მოგზაურობის დროს აუცილებლად მიირთვით ლიმონიანი წყალი ყოველდღიურად. ასე თქვენ საიმედოდ დაიცავთ თავს მოწამვლისგან.


ფიბრომიალგია

ლიმონიანი წყალი და იოგა - ორი საუკეთესო გზა ფიბრომიალგიისგან თავის დასაღწევად.


ანთება

ლიმონი კარგად არის ცნობილი საკუთარი ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. მოცემული სასმელი ეფექტურად ახშობს ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებს.

 

კუნთების ტკივილი ვარჯიშის შემდეგ

მძიმე ფიზიკური ვარჯიშების შესრულების შემდეგ მიირთვით ლიმონიანი წყალი, რათა გათავისუფლდეთ კუნთების ტკივილისგან და შეიმსუბუქოთ მდგომარეობა.

 

ართრიტი

ლიმონის წვენი ამცირებს სახსრებში შარდმჟავის დაგროვების პროცესს და ამ გზით გვიცავს ართრიტისგან.




წყარო: rchevebi.com

 

 

 

 

 

big_banner
არქივი