logo_geo
უგლუტენო დიეტა - მარტივი და ეფექტური!
- +

25 მარტი. 2018. 18:03



წონის დასაკლებად და სხეულის ლამაზი ფორმების მოსაპოვებლად ქალბატონების საკმაოდ დიდი ნაწილი ხშირად რადიკალურ მეთოდებს მიმართავს. რამდენიმე დღე გადაბმულად შიმშილი, მძიმე ფიზიკური დატვირთვები, მკაცრი შეზღუდვები და აკრძალვები - ყოველივე ეს არა უბრალოდ უსარგებლო, არამედ საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.


იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ რადიკალური მეთოდებით ადამიანი სასურველ შედეგს აღწევს და ჭარბ წონას იშორებს, შიმშილის შედეგად დაკლებული კილოგრამები ხანმოკლე დროში უკან ბუმერანგის პრინციპით გვიბრუნდება და მთელი შრომა წყალში გვეყრება. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ჭარბწონიანობის პრობლემის გადასაჭრელად და ჯანმრთელობის დაზიანებისგან თავის ასარიდებლად ჯანსაღი კვება და უგლუტენო დიეტაა. თუ შემოთავაზებულ რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ, 2 კვირაში დაახლოებით 5 კილოგრამის დაკლება სირთულესთან არ იქნება დაკავშირებული.


უგლუტენო დიეტა


კვების ეს სქემა, სახელწოდებით უგლუტენო დიეტა, შეიმუშავა საკმაოდ ცნობილმა დიეტოლოგმა, არტურ აგატსტონმა, რათა დახმარებოდა იმ პაციენტებს, რომლებიც გლუტენის აუტანლობისგან იტანჯებოდნენ. როგორც მომავალში გაირკვა, მოცემული დიეტა საკმაოდ ეფექტურია წონის დასაკლებადაც.


ასეთი დიეტის პრინციპი და არსი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანმა უნდა იკვებოს მხოლოდ ისეთი პროდუქტებით, რომლებიც საერთოდ არ შეიცავს გლუტენს - ეს არის ნივთიერება, რომელიც ანელებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს ორგანიზმში. განსაკუთრებულად დიდი რაოდენობით მას ხორბალი, შვრია და ქერი შეიცავს.


უგლუტენო დიეტის მთავარი უპირატესობა: წონის დაკლება მინიმალური ძალისხმევით და ორგანიზმის გაწმენდა დაგროვებული ტოქსინებისგან და წიდებისგან.


აკრძალული პროდუქტები:


 

1. ხორბალი, ქერი, ალაო, ჭვავი, შვრია;


2. ჩამოცვლილი მარცვლეულისგან დამზადებული პური, ორცხობილები, ფუნთუშები და ა.შ.


3. მაკარონი;


4. სწრაფი კვების აბსოლუტურად ყველა პროდუქტი (ჩიფსები, პოპკორნი, ხსნადი სუპები და ა.შ.);


5. ლუდი, ჯინი, ვისკი, არაყი;


6. კონსერვირებული ბოსტნეული და ხორცი;


7. კვასი, სუბმილირებული ყავა, არომატიზებული ჩაი;


8. ძეხვეული, ხორვის ნახევრადფაბრიკატები;


9. თევზის ნახევრადფაბრიკატები (კიბორჩხალის ჩხირები, თევზის ფილეს კოტლეტები და ა.შ.);


10.ნაყინი, შოკოლადი კაკაოს დაბალი შემცველობით, ფერადი კარამელი;


11. მაიონეზი, კეტჩუპი.



დასაშვები პროდუქტები უგლუტენო დიეტის დროს:

 


1. წიწიბურა, სიმინდი, ბრინჯი, ფეტვი;


2. თხილეული, მზესუმზირა;


3. ლობიო;


4. ნატურალური ხორცი;


5. ნატურალური თევზი;


6. რძის პროდუქტები;


7. კარტოფილი;


8. სიმინდის, ბრინჯის ან სოიოს ფქვილისგან დამზადებული პური;


9. ნატურალური ხილი და ბოსტნეული;


10. კვერცხი;


11. თაფლი და კაკო.


მაქსიმალური ყურადღება გაამახვილეთ ნედლ და ორთქლზე მოხარშულ ბოსტნეულზე, რადგან ისინი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და ამარაგებს ორგანიზმს საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით. გახსოვდეთ, ნებისმიერი დიეტა უკეთეს შედეგს იძლევა, თუ თქვენ ყოველდღიურად ბევრს იმოძრავებთ (ისეირნებთ ჰაერზე ფეხით, ველოსიპედით, ივლით ცურვაზე, სპორტ-დარბაზში და ა.შ.).


იკვებეთ მაქსიმალური სიხშირით და პატარ-პატარა ულუფებით დღის განმავლობაში, მიირთვით ყოველდღიურად საკმარისი რაოდენობით წყალი და პირობას გაძლევთ, ხანმოკლე დროში საკუთარი სხეულის ფორმებით იამაყებთ. თუ წარმოდგენილ რეკომენდაციებს ზუსტად დაიცავთ, შეძლებთ 2 კვირაში დაახლოებით 5 კილოგრამის დაკლებას.



წყარო: rchevebi.com

 

 

 

big_banner
არქივი