logo_geo
რატომ წერენ ებრაელები და არაბები მარჯვნიდან მარცხნივ?
- +

26 მარტი. 2018. 15:12



რატომ წერენ ებრაელები და არაბები მარჯვნიდან მარცხნივ? - როგორც გაირკვა, ამას ლოგიკური ახსნა აქვს...


საქმე ის გახლავთ, რომ სემიტური ენები, რომლებსაც არაბული და ებრაული ენები მიეკუთვნება, იმ დროს შეიქმნა, როცა ქაღალდზე ვერავინ იოცნებებდა. ადამიანებს კი ინფორმაციის გადაცემის საშუალება სჭირდებოდათ, ამიტომ ქვაზე წერა დაიწყეს.


თუ გავითვალისწინებთ, რომ მოსახლეობის 85% მარჯვენა ხელით წერს, ჩაქუჩითა და საჭრეთლით წერის პროცესი მარჯვნიდან მარცხნივ გაცილებით მოსახერხებელი იყო.

ებრაული ანბანის ასოების მოხაზულობა ადასტურებს, რომ ამ ასოებს თავდაპირველად მყარ საგანზე კვეთდნენ.


რა თქმა უნდა, თანამედროვე მსოფლიოში ქვა ინფორმაციის გადაცემის ერთადერთი საშუალება აღარ გახლავთ, თუმცა ებრაელებისა და არაბებისთვის წერის პრინციპი იგივე დარჩა.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი