logo_geo
რატომ გაქრა თბილისის წყლის წისქვილები – პროგრესს შეწირული ეკოლოგია
- +

1 აპრილი. 2018. 01:14



ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, ტივ-წისქვილები გამართული იყო ორთაჭალჰესის ადგილზე (თამამშევის წისქვილი), აბანოებთან, რიყეზე, გარეთუბანში, ჩუღურეთისა და ვანქის უბანში.


გარდა ამისა, რესტორნების დიდი ნაწილი მტკვრის პირას იყო გაშენებული ორთაჭალის, მუშტაიდის, გორგიჯანოვის, მიდამოებში.


წისქვილების აღება XX საუკუნის 30-იანი წლებიდან საბჭოთა ხელისუფლებამ დაიწყო იმ მოტივით, რომ წისქვილების "მოძველებული გადმონაშთი" უსარგებლო გახდა და აჯობებდა, მდინარისპირა მაგისტრალები გადაჭიმულიყო მტკვართან. კანდიდ ჩარკვიანი (საქართველოს ცეკას მაშინდელი პირველი მდივანი) თავის მოგონებებში წერს, რომ წისქვილების აღებას არავითარი კავშირი არ ჰქონდა სანაპიროებსა და ახალი ხიდების მშენებლობასთან.


მისივე მოსაზრებით, ეს წისქვილები აიღეს იმიტომ, რომ იმ დროისათვის მოძველებულ დანადგარს წარმოადგენდა ფქვილის დამუშავების თვალსაზრისით და არ უფიქრიათ, სამუზეუმო ექსპონატად მაინც შემოენახათ.


ფოტოებზე ასახულია სტრატეგიული ადგილები, სადაც ისტორიულად არსებობდა ტივ-წისქვილები.


​ლელი შევჩენკო


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი