logo_geo
„საჩუქრები ბავშვებისთვის აუცილებელია... მოარიდეთ ისინი დარდსა და განსაცდელს“ - ყარამან ფაღავას რჩევები მშობლებს!
- +

2 აპრილი. 2018. 23:18



როგორი მშობლები არიან ყველასათვის ცნობილი პედიატრები - mshoblebi.ge-ს რუბრიკის სტუმარი ამჯერად პროფესორი, პედიატრი ყარამან ფაღავაა. მას უკვე შვილიშვილებიც ჰყავს და ძალიან საგულისხმო რჩევები აქვს მშობლებისთვის.


- ექიმების ოჯახიდან ვარ. ბაბუაჩემი ბავშვთა ექიმი იყო - ყარამან ფაღავა, შემდეგ მამაჩემი - ირაკლი ფაღავა პროფესორი, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, დედაჩემიც ექიმი იყო, ჩემი შვილებიც - ირაკლი ფაღავა პედიატრ-ენდოკრინოლოგია... ელენე ეპიდემიოლოგი, ისიც სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და თანამშრომელი.


ჯერ კიდევ ბაბუაჩემის დედა - ქრისტინე შავდია სახალხო მკურნალი იყო... ჩვენს დიდ სანათესაოში უმეტესი მათგანი ექიმი იყო. რამდენიმე დღის წინ შესრულდა მამაჩემის ასი წლისთავი, ახლახან გვქონდა საიუბილეო სხდომა. იყო წიგნის პრეზენტაცია. ნაჩვენები იყო ფილმი, სადაც ცოცხალი კადრებია, თუ როგორ სინჯავდა იგი ბავშვებს, ლექციებს რომ კითხულობდა, მშობლებს როგორ რჩევებს აძლევდა, როგორ მღეროდა.


მე სიმღერის ნიჭი არ დამყვა... პროფესორი ვარ და ვაკეთებ იმას, რასაც უნდა ვაკეთებდე: ავადმყოფებს ვსინჯავ, ვმკურნალობ, ლექციებს ვკითხულობ, პედიატრიის პოპულარიზაციას ვეწევი ტელევიზიით, გაზეთით. ფართო სპექტრის ექიმი ვარ. პრაქტიკულად პედიატრიის ყველა სფეროში სიტყვა მეთქმის. განსაკუთრებული ინტერესი მაქვს იმ სფეროში, როგორიცაა გასტროენტეროლოგია, რევმატოლოგია, ბრონქული ასთმა, უცნობი ეტიოლოგიის ცხელება, მოზარდთა მედიცინა და რაც მთავარია, საპროფესორო ავადმყოფები - რთული, იშვიათი და გაურკვეველი დაავადებებით.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი