logo_geo
ფულის ყველაზე ლამაზი კუპიურა დასახელდა
- +

7 აპრილი. 2018. 17:09

 

გასულ წელს მსოფლიოში 170-ზე მეტი ბანკნოტი გავიდა მიმოქცევაში და მათ უმრავლესობას, აბსოლუტურად განახლებული დიზაინი აქვს. ყველა მათგანი იყო ჯილდოს პრეტენდენტი.

 

თუმცა, 2017 წლის ყველაზე ლამაზ კუპიურად შვეიცარული 10-ფრანკიანი დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ბანკნოტების საერთაშორისო საზოგადოების (IBNS) ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

 

„ბანკნოტების საერთაშორისო საზოგადოება აცხადებს, რომ „2017 წლის ბანკნოტის“ პრესტიჟული ჯილდოს გადასაცემად, კენჭისყრის დროს, მისმა წევრებმა არჩევანი შვეიცარიის ეროვნულ ბანკზე შეაჩერეს“, - ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

 

10 ფრანკის კუპიურაზე, რომელმაც კონკურსში გაიმარჯვა, გამოსახულია ადამიანის ხელები დირიჟორის ჯოხით და საათის მექანიზმი, ასევე ნაციონალური რკინიგზა.

 

გამარჯვებულის კონკურენტი შვედური ათფუნტიანი და ამერიკული შვიდდოლარიანი იყო, რომელიც რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე რაგბიში ფიჯის ნაკრების დამარცხებას მიეძღვნა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი