logo_geo
ილონ მასკი: ხელოვნური ინტელექტი შესაძლოა უკვდავი დიქტატორი გახდეს
- +

7 აპრილი. 2018. 23:09

 

„ხელოვნური ინტელექტი შესაძლოა „უკვდავი დიქტატორი“ გახდეს, რომელისგანაც ვერავინ გაიქცევა“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ილონ მასკმა კრის პაინის დოკუმენტურ ფილმში „ენდობი თუ არა კომპიუტერს“ განაცხადა.

 

მასკის თქმით, ისტორიამ უკვე იცის დიქტატორები, მაგალითად ჰიტლერი და მუსოლინი, თუმცა ხელოვნური ინტელექტისგან განსხვავებით, ისინი მოკვდავები იყვნენ.

 

გასული წლის ივლისში, SpaceX-სა და Tesla Motors-ის დამაარსებელმა ილონ მასკმა გუბერნატორების ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობისთვის ყველაზე დიდი რისკია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი