logo_geo
ბავშვები, რომლებიც მალე გავლენიან სახელმწიფოებს უხელმძღვანელებენ
- +

27 დეკემბერი. 2016. 11:56




მოვა დრო, როდესაც ტახტზე ავლენ ახალი მონარქები. გაიცანით ისინი. მაშ ასე, ევროპული ქვეყნების მომავალი მმართველები.

 

ჟაკ ონორე რენიე, მონაკოს პრინცი (2 წლის).

 

 

პატარა პრინცის სრული ტიტული ჟღერს ასე - „მისი უბრწყინვალესობა ჟაკ ონორე რენიე, მონაკოს პრინცი". ბიჭი დაიბადა 2014 წლის 10 დეკემბერს, დის - გაბრიელას დაბადებიდან 2 წუთის შემდეგ. არის მონაკოს პრინცი.

 

ჯორჯი, კემბრიჯის პრინცი (3 წლის)

 

 

ბიჭის სრული ტიტულია - „მისი უდიდებულესობა პრინცი ჯორჯი კემბრიჯის პრინცი". იგი იკავებს მესამე ადგილს ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეთა შორის: ჯერ იყო ბაბუა პრინცი ჩარლზი, შემდეგ მისი მამა - პრინცი უილიამი და ბოლოს - პრინცი ჯორჯი.

 

ესტელი, შვედეთის მომავალი დედოფალი (4 წლის)

 

 

მისი სრული ტიტულია - „მისი აღმატებულება ესტელ სილვია ევა მარი, ჰერცოგინია". იგი დედოფალ ვიქტორიის და პრინც დანიელ ვესტლინგის ქალიშვილია.

 

დანიის პრინცი კრისტიანი (11 წლის)

 

 

ეს ბიჭუნა, რომელიც შეიძლება ჩვეულებრივ ქუჩის ბიჭად აღიქვათ, პრინც ფრედერიკის (მონპეზას გრაფი) და მისი მეუღლე მერი დონალდსონის შვილია. იგი დაიბადა კოპენჰაგენში 2005 წელს.

 

ლეონორი - ასტურიის მომავალი დედოფალი (11 წლის)

 

 

ლეონორს ყველანაირი შანსი აქვს ტახტის მემკვიდრეობის, იმ შემთხვევაში, თუ არ აქვს ტახტის მემკვიდრეობის, იმ შემთხვევაში, თუ არ გაუჩნდება ძმა. იგი მეფე ფელიპესა და დედოფალი ლეტისიას პირველი შვილია.

 

ინგრიდ ალექსანდრა, ნორვეგიის მომავალი დედოფალი (12 წლის)

 

 

გოგონა აქტიურად არის ჩართული ქვეყნის საქმეებში: 2016 წელს მან აანთო ოლიმპიური ცეცხლი ლილეხამერში ზამთრის ოლიმპიადის ცერემონიის გახსნაზე. თავისი პირველი საჯარო გამოსვლა 6 წლის ასაკში ჰქონდა. მშობლებმა ყველაფრის მიუხედავად ჩვეულებრივ სკოლაში მიიყვანეს, რათა ისეთი ბავშვობა ჰქონოდა, როგორიც „ყველას".

 

კატარინა - ამალია ნიდერლანდელი, ნიდერლანდის მომავალი დედოფალი (14 წლის)

 

 

ნიდერლანდის მომავალი დედოფალი - უფროსი ქალიშვილია მეფე ვილემა ალექსანდრას და დედოფალ მაქსიმის. სავარაუდოდ, გოგონა ტახტის მემკვიდრე იქნება.

 

ელიზაბეტი, ბელგიის მომავალი დედოფალი (15 წლის)

 

 

ბელგიაში მოქმედებს კანონი, რომლის თანახმადაც ტახტის მემკვიდრე პირველი შვილია. ელიზაბეტი უფროსი ქალიშვილია მეფე ფილიპისა და დედოფალი მატილდასი. ფოტოზე გოგონა  სიტყვით გამოდის პირველ სამამულო ომში დაღუპულთა პატივის მისაგებებლად.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი