logo_geo
ხუთი ქალი, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოაწერა
- +

10 აპრილი. 2018. 13:00

 

 

1918 წლის 26 მაისს, ნაშუადღევს, 5 საათსა და 10 წუთზე, თბილისში, გოლოვინის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში ხელი მოეწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს, რომლითაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. აქტს, კაცებთან ერთად, 5 ქალის ხელმოწერა აქვს. ინფორმაციას JAMnews ავრცელებს.

 

 

  1. მინადორა ტოროშელიძე

 

 

მინადორა ტოროშელიძე წარმოშობით იმერეთიდან იყო. ის ჟენევაში წავიდა სასწავლებლად და იქ მედიცინასთან ერთად მარქსიზმიც შეისწავლა. მოგვიანებით ჟენევაშივე გაცნობილ ქმართან, ბოლშევიკ მალაქიასთან ერთად თბილისში დაბრუნდა და აქტიურ მენშევიკურ საქმიანობას ეწეოდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ კი იგი არალეგალურად მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციაში. თავისი ანტისაბჭოთა მოღვაწეობის გამო, ის რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და გადასახლებული. მინადორას დაუხვრიტეს ქმარი და შვილები.

 

 

 

  1. ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე

 

ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე თბილისში დაიბადა და მოგვიანებით ქმართან ერთად სოხუმში გადავიდა საცხოვრებლად; იყო მენშევიკური მთავრობის წევრი.

 

 

  1. ქრისტინე შარაშიძე

 

 

ქრისტინე შარაშიძე 1919 წლის დამფუძნებელი საბჭოს და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი იყო. მუშაობდა ჟურნალისტად და მასწავლებლად. აქტიურად იყო ჩაბმული ანტისაბჭოთა მოძრაობაში. არაერთხელ დააპატიმრეს. მისი ოჯახის წევრები კი დახვრიტეს.

 

 

  1. ელისაბედ (ლიზა) ნაკაშიძე-ბოლქვაძე

 

 

ლიზა ბოლქვაძე იმ 5 ქალს შორის იყო, რომლებიც 1919 წელს პირველი არაოფიციალური პარლამენტის ანუ დამფუძნებელი კრების წევრები იყვნენ. ბოლქვაძე რამდენჯერმე დააკავეს, გადაასახლეს და ბოლოს დახვრიტეს ანტისაბჭოთა საქმიანობის გამო.

 

 

  1. ანა სოლოღაშვილი

 

 

ანა სოლოღაშვილი, მასწავლებელი, მენშევიკი და ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის გადასახლებული ქალი იყო. ერთ-ერთი იმ ხუთი ქალიდან, რომლებიც საქართველოს ისტორიაში პირველი დეპუტატი ქალები გახდნენ. 1903 წლიდან ანა სოლოღაშვილი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო. მოგვიანებით, პარტიაში განხეთქილების შემდეგ მენშევიკებს მიემხრო. 1918 წელს ანამ ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს, 1919 წელს კი იგი დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს. 1921 წლიდან, ანუ საქართველოს გასაბჭოების დღიდან, იგი სხვა მენშევიკების მსგავსად ანტისაბჭოთა საქმიანობას ეწეოდა. 1925 წლიდან ანა მასწავლებლადაც მუშაობდა. 1937 წელს ანა სოლოღაშვილი შინსახკომმა დააპატიმრა. ე.წ. ტროიკამ მას დახვრეტა მიუსაჯა. სოლოღაშვილს ბრალად ედებოდა ანტისაბჭოთა და ანტისაკოლმეურნეო პროპაგანდის და „შოვინისტური“ განწყობების დანერგვა, ასევე მენშევიკთა ლიდერ რამიშვილთან კავშირი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი