logo_geo
გენიოსები, რომლებიც ცუდი მოსწავლეები იყვნენ
- +

11 აპრილი. 2018. 10:22

Deutsche Welle-მ იმ გენიოსების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც სკოლაში ცუდი მოსწავლეები იყვნენ. თუმცა ამ ფაქტს სულაც არ შეუშლია მათთვის, რომ მსოფლიოში ცნობილები გამხდარიყვნენ.

 

ტომას ედისონი

 

ტომას ედისონი ბავშვობიდან ავადმყოფობდა. ამასთან, ის ძალიან ცნობისმოყვარე ბიჭი იყო. მშობლებს მისი სკოლიდან გაყვანაც კი სთხოვეს, რადგან მასწავლებელი ედისონს გონებრივად ჩამორჩენილად მიიჩნევდა.

 

მან განათლება სახლში მიიღო, მისი მთავარი მასწავლებელი კი დედა იყო, რომელიც არასდროს ამბობდა ნამდვილ მიზეზს, თუ რატომ გარიცხეს მისი შვილი სკოლიდან. ცნობილმა გამომგონებელმა ამის შესახებ მხოლოდ დედის გარდაცვალების შემდეგ შეიტყო.

 

ალბერტ აინშტაინი

 

არც სკოლაში და არც ციუიხის უმაღლეს ტექნიკურ სკოლაში აინშტაინი კარგ მოსწავლედ არ მიიჩნეოდა. ის ხშირად კამათობდა მასწავლებლებთან და ვერ იტანდა სწავლების ავტორიტარულ სტილსს.

 

აინშტაინი არაერთხელ ჩაჭრილა გამოცდებში, მაგალითად ბოტანიკასა და ფრანგულ ენაში. მათემატიკური შესაძლებლობლები და ფიზიკისადმი ინტერესი კი მან ადრეულ ასაკში გამოავლინა.

 

ვილჰელმ კონრად რენტგენი

 

ფიზიკაში პირველი ნობელიანტი სკოლაში რთულ მოსწავლედ ითვლებოდა. მასწავლებელზე კარიკატურის გამო რენტგენი ტექნიკური სკოლიდან გარიცხეს. უნივერსიტეტში კი ის სკოლის ატესტატის გარეშე ჩაირიცხა, რადგან ფიზიკაში რთული გამოცდები ჩააბარა.

 

ლუი პასტერი

 

პასტერი ოჯახში მეხუთე შვილი იყო. სკოლაში მას 1 წლით ერთ კლასში დარჩენამ მოუწია, რადგან სასკოლო ატესტატში ნიშნები გაეუმჯობესებინა და პედაგოგიურ ფაკულტეტზე ჩაებარებინა.

 

ჯორჯ ისტმენი

 

კომანია Kodak-ის დამფუძნებელს სკოლა არ დაუმთავრებია. მამის გარდაცვალების შემდეგ მან სწავლას თავი დაანება, რათა დედას ოჯახის შენახვაში დახმარებოდა.

 

ვილჰელმ ვინი

 

გერმანელ ფიზიკოსს სკოლაში ცუდი მოსწრება ჰქონდა. ამის გამო ის გიმნაზიიდანაც კი გარიცხეს. მან სწავლა კერძო მასწავლებლებთან განაგრძო, რაშიც შეძლებული ოჯახი დაეხმარა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი