logo_geo
ქორწინებით ნაკლებად მდიდრები უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე წყვილები მაღალი შემოსავლით
- +

12 აპრილი. 2018. 22:54

 

 

მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ქორწინებით ნაკლებად მდიდრები უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე წყვილები მაღალი შემოსავლით.

 

კვლევა აშშ-ის ჯორჯიას შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს. მათი თქმით, ქორწინება ბედნიერებას ისეთ წყვილებს ანიჭებს, რომელთა წლიური შემოსავალი 60 ათას დოლარს არ აღემატება. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ასეთ შემთხვევაში წყვილი უფრო მეტად ზრუნავს ერთმანეთზე, მათ უფრო მეტად შეუძლიათ საერთო ბიუჯეტის მართვა და სერიოზული დანაკარგების შესახებაც უფრო მშვიდად საუბრობენ.

 

ამასთან 3500 გამოკითხულთაგან უმრავლესობა მიიჩნევს, რომ წლიური 60 ათას დოლარიანი ბიუჯეტზე მეტი შემოსავლების მქონენი საერთოდაც, ნაკლებად ქორწინდებიან.

 

ამერიკელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ნაკლები შემოსავლებით ადამიანები უფრო თავისუფლები არიან სტრესისგან და ერთმანეთის დახმარებაც მეტად შეუძლიათ. ასეთი კომუნიკაცია კი, ფსიქოლოგების აზრით, პარტნიორის ფსიქოლოგიის თავისებურებებთან სწრაფ ადაპტაციას უწყობს ხელს.

 

ცნობისთვის, საქართველოში კაცის საშუალო ხელფასი, საქსტატის გასული წლის მონაცემების მიხედვით, 1387 ლარია, ქალის კი 859.5 ლარი, რაც წყვილის შემთხვევაში, წლიური საშუალო შემოსავლის სახით დაახლოებით 27 ათას ლარს წარმოადგენს (დაახლოებით 11 200 დოლარს).

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი