logo_geo
ტიტანიკის მენიუ აუქციონზე 142 ათას დოლარად იყიდება
- +

15 აპრილი. 2018. 14:51

 

მენიუ, რომლითაც გემ ტიტანიკის მგზავრებს სხვადასხვა კერძებს სთავაზობდნენ, აუქციონზე $142 ათასად იყიდება.

 

მენიუ ტიტანიკის ერთ-ერთ გადარჩენილ ოფიცერს, ჩარლზ ლაითოლერს ეკუთვნოდა.

 

ბრიტანული ხომალდი „ტიტანიკი“ 1912 წლის 14 აპრილს აისბერგთან შეჯახების შემდეგ ჩაიძირა, 2200 მგზავრიდან კი 1500 დაიღუპა.

 

გასული წლის შემოდგომაზე ტიტანიკის ერთ-ერთი მგზავრის წერილი აუქციონზე 166 ათასს ამერიკულ დოლარად გაიყიდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი