logo_geo
„მცურავი ვენახი“ ტაილანდში
- +

16 აპრილი. 2018. 16:04

 

 

თუ ტაილანდში, სამუტ საქსონის პროვინციაში მოხვდებით, თქვენ „მცურავ“ ვენახებს შეხვდებით.

 

აქ ვენახები პატარა, მართკუთხა კუნძულებზეა გაშენებული, რომლებიც ერთმანეთისგან არხებითაა გამოყოფილი. ეს ადგილი ერთი შეხედვით  ძალიან ჰგავს ვენეციას... ვენახის ერთი რიგიდან მეორეში გადასაადგილებლად წყლის გადაკვეთაა საჭირო.

 

 

ცნობილია რომ, სამუტ საქსონის ნიადაგი მდიდარი და ნაყოფიერია. ყოველ წელს, წვიმიან სეზონზე კუნძულებს გამაგრება სჭირდებათ, რათა ნიადაგი არ ჩამოიშალოს და ვაზი არ განადგურდეს.

 

 

რაც შეეხება მოსავლის აღებას. აქ ყურძენს, დილაადრიან ხელით კრეფენ. დაკრეფილი ყურძენი კი ღვინის ქარხნებში ნავებით მიაქვთ, რომლებიც ვენეციურ გონდოლებს ძალიან ჰგვანან.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი