logo_geo
იცოდით, რატომ არის ღვინის ბოთლის სტანდარტული მოცულობა 0,75 მლ?
- +

28 დეკემბერი. 2016. 11:25



დაინტერესებულხართ როდისმე თუ რატომ არის ღვინის ბოთლის სტანდარტული მოცულობა 750 მილიგრამი? მასზე რამოდენიმე საინტერესო ვერსია არსებობს და ყველა მათგანს წარმოგიდგენთ.


● პირველი ვერსიის თანახმად, ბოთლის მოცულობა ტოლი უნდა ყოფილიყო ჩვენს ფილტვში არსებული ჰაერის მოცულობის და ასეთი დასკვნა თარიღდება იმ პერიოდით, როდესაც ჯერ არც იყო მინის ბოთლები გამოგონილი. იყო მხოლოდ სხვა მასალა, რომელიც სულის ჩაბერვით იბერებოდა. ძნელი დასაჯერებელია ეს მითი და ძნელი წარმოსადგენია თუ რა ჯანმრთელი ფილტვი იყო საჭირო იმისათვის, რომ სულის ჩაბერვით ბოთლები გაგებერათ.


● მეორე ვერსიის თანახმად, ექიმები უხსოვარი დროიდან დღემდე, რეკომენდაციას იძლევიან მხოლოდ სამი ბოკალი ღვინის მირთმევაზე, თითოს მოცულობა კი 125 მლ-მდეა, ეს ის დოზაა, რომელიც არ ვნებს ჯანმრთელობას და გამოდის, რომ 0, 75 მლ ანუ 1 ბოთლი ღვინო განკუთვნილია მხოლოდ ორ პერსონაზე.


● მესამე ვერსიის თანახმად, 1კგ ყურძნისგან მიიღება 0, 75 მლ ღვინო.


● მეოთხე და ბოლო ვერსია კი გვამცნობს, რომ ღვინის ბოთლის მოცულობა დაკავშირებული იყო ექსპორტთან. კერძოდ კი, 0, 75 მლ-ნი ბოთლი ხელს უწყობდა ტრანსპორტირების საკითხს ინგლისში, რომელიც მეღვინეობის მხარედ ითვლებოდა და ექსპორტი ხდებოდა საფრანგეთის ბაზარზე. 12 ბოთლი 0.75 ლიტრიანი იყო ორი გალონი. გემზე ტვირთის რაოდენობა ექსპორტისთვის კი დასაშვები ნორმებით წარმოებდა და ეს რაოდენობა იყო 900 ლიტრი. ანუ მხოლოდ 900 ლიტრი ღვინის ექსპორტი იყო შესაძლებელი საფრანგეთში გემით ერთჯერადად. 900 ლიტრს თუ 0, 75-ზე გავყოფთ, მივიღებთ 1200 ბოთლს, რომელიც 100 რიგათ 12 ბოთლად თავსდებოდა და მოსახერხებელი იყო მგზავრობისთვის.


 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი