logo_geo
ბერძნული ჰოროსკოპი - გაიგეთ, თქვენი ბედისწერა, ჰოროსკოპის სიზუსტე შოკისმომგვრელია
- +

20 აპრილი. 2018. 21:26

 

 

ჰოროსკოპი 90-95 % -იანი სიზუსტით გამოირჩევა. სიტყვა ჰოროსკოპი ბერძნული წარმოშობისაა. ძველ ბერძნებს სჯეროდათ, რომ ვარსკვლავებს ბედისწერის განსაზღვრა შეეძლოთ, ყოველ თვეს კი სხვადასხვა ღმერთი ჰყავს.

 

21 იანვარი - 19 თებერვალი - ჰერას თვე

 

ჰერა - ზევსის მეუღლე და ქორწინების მფარველია. გამოირჩევა მბრძანებლური ხასიათით, დაუნდობელი, პრეტენზიული და ეჭვიანია. მას შეუძლია ქმრის მოთხოვნას შეეწინააღმდეგოს და ყველაფერი თავის ნებაზე გააკეთოს. ჰერას თვეში დაბადებულები არაორდინალური, სხარტი გონებით გამოირჩევიან. თავისუფალი, გაბედული, გამომგონებელი და დამოუკიდებელია.

 

20 თებერვალი -20 მარტი -პოსეიდონის თვე

 

პოსეიდონი - ზღვის ღმერთი, რომელიც სამკაპით მოქმედებს. პოსეიდონის მფარველობის ქვეშ მყოფი ადამიანები მგრძნობიარეები არიან, აქვთ ძლიერი ინტუიციის გრძნობა და ხშირად წინასწარ განჭვრეტენ მომავალს.

 

21 მარტი - 20 აპრილი - ათენას თვე

 

ათენა - გამარჯვებისა და ომის ქალღმერთი, ასევე ხელოვნების, სიბრძნისა და ცოდნის. ათენა მის მფარველობის ქვეშ მყოფებს ჰმატებს სიბრძნეს, ბრძოლისუნარიანობას, სწავლისკენ სწრაფვას, ხელოვნებისკენ მიდრეკილებას.

 

21 აპრილი - 20 მაისი - აფროდიტეს თვე

 

აფროდიტე - სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთი. ამ თვეში დაბადებულები დაჯილდოებული არიან სილამაზით, მათი ცხოვრება სიყვარულით სავსეა, ურთიერთობაში ძალიან სასიამოვნო და რბილია, სიყვარულის ხარჯზე ცხოვრებაში ბევრს აღწევს.

 

21 მაისი - 21 ივნისი - აპოლონის თვე

 

აპოლონი ზევსის ვაჟი - მკურნალი, წინასწარმეტყველი, ხელოვნების დამცველი. არ გამოირჩევიან შეუპოვრობით, არასერიოზულია, ხშირად ხელიდან უშვებენ ბევრ შესაძლებლობას, თუმცა დაჯილდოებული არიან განსაკუთრებული ნიჭით და სასიამოვნო გარეგნობით. ცხოვრებაში წარმატებას აღწევენ მხოლოდ გამართლებითა და ინტუიციით.

 

22 ივნისი - 22 ივლისი - ჰერმესის თვე

 

ჰერმესი - ზევსის ვაჟი. ჰერმესი ღმერთების ნების მაცნე, ზევსის შიკრიკი და მისის ნების აღმსრულებლია. ჰერმესის თვეში დაბადებულები გამოირჩევიან მოხერხებულობით. დიპლომატიური, საკმაოდ ჭკვიანი და გამჭრიახია.

 

23 ივლისი - 23 აგვისტო - ზევსის თვე

 

ზევსის თვეში დაბადებულები მადლიერნი, სამართლიანი, გავლენიანი და ძლიერია. ზევსს რომაელი ღმერთი იუპიტერი შეესაბამება.

 

24 აგვისტო -23 სექტემბერი - დემეტრას თვე

 

დემეტრა ამ თვეში დაბადებულებს საქმიან, მოწესრიგებულ იმიჯს არგუნებს. უყვართ სახლი და მიდრეკილნი არიან დიასახლისობისკენ.

 

24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი - ჰეფესტოსის თვე

 

ჰეფესტოსი - ზევსისა და ჰერას ვაჟი, ცეცხლის ღმერთი. ამ თვეში დაბადებულები შრომისმოყვარეები არიან და ცხოვრებაში ყველაფერს საკუთარი შრომით აღწევენ. მათი საუკეთესო თვისება ერთგულება და გულისხმიერებაა. თუმცა მათი გაბრაზება ძვირად დაგიჯდებათ, რადგან ეს ნამდვილად სახიფათოა.

 

24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი - არესის თვე

 

არესი - ომის ღმერთი, აფროდიტეს საყვარელი. ყველა მისი მფარველი ვნებიანი სიყვარულითაა დაჯილდოებული. აქვთ მძაფრი სურვილი და ძალა იმისა, რომ, ცხოვრებაში რაც შეიძლება მეტს მიაღწიოს. მიზნის მისაღწევად ბოლომდე იბრძვის.

 

23 ნოემბერი - 21 დეკემბერი - არტემიდას თვე

 

არტემიდა - ნადირობის ქალღმერთი, მშობიარეთა მფარველი, ზევსის ქალიშვილი. მიზანდასახულობით ყველა მიზნის მიღწევას ახერხებენ. გამოირჩევიან სუფთა და უმანკო ხასიათით. უყვართ ბუნება.

 

22 დეკემბერი - 20 იანვარი - ჰესტიას თვე

 

ჰესტია - ზევსის და ჩაუქრობელი ცეცხლის მფარველი. მას ადამიანების გაერთიანება შეუძლია. მისი მფარველობის ქვეშ მყოფი ადამიანები გულმოდგინე, შრომისმოყვარე, მომთმენნი და მიზანდასახულები არიან. შეუძლიათ ნებისმიერი რამ ოქროდ აქციონ. მათ შორის ბევი წინასწარმეტყველია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი