logo_geo
12 ყველაზე ძვირად ღირებული ნივთიერება დედამიწაზე
- +

24 აპრილი. 2018. 20:24

 

 

მრავალი საუკუნის განმავლობაში, ადამიანებს სჯეროდათ, რომ ოქრო ყველაზე ძვირად ღირებული ნივთიერება იყო მთელ მსოფლიოში. თუმცა, ეს ასე არ არის.

 

წარმოგიდგენთ მსოფლიოში ამ დროისთვის ყველაზე ძვირ რამდენიმე ნივთიერებას. თქვენი აზრით, თუკი რომელიმე მათგანი გამოგვრჩა, შეგიძლიათ გვაცნობოთ კომენტარებში.

 

  1. ოქრო (გრამი)— 56$

 

ყველაზე ცნობილი ძვირფასი ლითონი, რომლის გარეშეც თითქმის ვერავინ ძლებს. ოქროს თაყვანს სცემდნენ ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან და ნებისმიერ ძვირფას საგანს აუცილებლად მას ადარებდნენ.

 

  1. როდიუმი (გრამი) — 58$

 

პლატინის ჯგუფის ერთ-ერთი უიშვიათესი ლითონი. მარტივად აღსაქმელი რომ იყოს, გეტყვით, რომ ერთი ტონა დედამიწის ქერქი შეიცავს მხოლოდ 0,001 გრამ როდიუმს.

 

 

  1. პლატინა (გრამი) — 60$

 

უიშვიათესი, ვერცხლისფერი ძვირფასი ლითონი. ოქროს მსგავსად, გამოირჩევა მჟავების, ტუტეებისა და სხვა ნაერთებისადმი მაღალი რეზისტენტულობით.

 

  1. მარტორქის რქა (გრამი) — 110$

 

 

მედიცინამ კი დაამტკიცა, რომ მარტორქის რქა სამედიცინო თვისებებით არ გამოირჩევა, მაინც მტკიცედ გავრცელებული აზრია, რომ ის უძვირფასესი ნივთიერებაა. შედეგად, წარმოუდგენელ მასშტაბებს იძენს მეკობრეობა, რის გამოც მარტორქები უკვე გადაშენების პირას არიან.

 

  1. პლუტონიუმი (გრამი) — 4000$

 

მძიმე, მაგრამ მსხვრევადი რადიოაქტიური მოთეთრო-მოვერცხლისფრო ლითონი. გამოიყენება როგორც ბირთვულ შეიარაღებაში, ისე კოსმოსური ხომალდების საწვავად და ენერგიის წყაროდ.

 

  1. პეინიტი (გრამი) — 9000$

 

ეს ქვა იმდენად უიშვიათესია, რომ მისი არსებობის შესახებ ალბათ სულ რამდენიმე ადამიანმა იცის. არის მოწითალო-მოყავისფრო მინერალი, რომელიც მხოლოდ 65 წლის წინ აღმოაჩინეს. ამჟამად მსოფლიოში აღმოჩენილია მხოლოდ რამდენიმე ასეული.

 

  1. ტააფეიტი (გრამი) —20 000$

 

იისფერი, ვარდისფერი, წითელი ან თეთრი შეფერილობის ძვირფასი ქვა. ეს ლეგენდარული ქვა მილიონჯერ უფრო იშვიათია, ვიდრე ალმასი. მიუხედავად მისი უნიკალურობისა, იუვილერიაში არც თუ ისე პოპულარულია. ალბათ სწორედ ესაა მიზეზი, რომ იგი არც თუ ისე ძვირია.

 

  1. ტრიტიუმი (გრამი) — 30 000$

 

გაზი, რომელსაც განათებაში იყენებენ. ბუნებაში ტრიტიუმი წარმოიქმნება დედამიწის ატმოსფეროს ზედა ფენებში, კოსმოსური გამოსხივების ნაწილაკების დაჯახებით ატომების ბირთვებთან, მაგალითად, აზოტთან. ერთი კილოგრამი ტრიტიუმის ხელოვნურად წარმოება 30 $ მლნ ჯდება.

 

  1. ალმასი (გრამი) — 55 000$

 

ყველაზე სახელგანთქმული ძვირფასი ქვა დედამიწაზე, ნებისმიერი ქალის საუკეთესო მეგობარი.

 

  1. კალიფორნიუმი (გრამი) — 25-27$ მლნ

 

ყველა დროის ყველაზე ძვირი ქიმიური ელემენტი. აღმოაჩინეს 1950 წელს და მას შემდეგ, მისი სინთეზირება მხოლოდ ერთხელ მოხდა.

 

  1. ანტიმატერია (გრამი) — 62,5$ ტრილიონი

 

 

ყველაზე ძვირფასი ნივთიერება დედამიწაზე. ერთი მილიგრამი პოზიტრონების წარმოება დაახლოებით 25$ მილიონი ჯდება. თეორიულად, მომავალში უნდა შევძლოთ ანტიმატერიის გამოყენება კოსმოსური ხომალდების საწვავად. წარმოიდგინეთ, სულ რაღაც ერთი გრამი ანტიმატერიის საწარმოებლად, საჭირო იქნებოდა დედამიწის ყოველი მცხოვრების შესვენების გარეშე შრომა ერთი წლის განმავლობაში.

 

 

და ბოლოს, ბონუსი — ასტატი

 

პერიოდული სისტემის მე-6 პერიოდის, მე-17 ჯგუფის ქიმიური ელემენტი, არასტაბილური მუქი-ლურჯი ფერის კრისტალები. ასტატი წარმოადგენს ყველაზე იშვიათ ელემენტს ბუნებაში აღმოჩენილ ყველა ელემენტს შორის. დედამიწის ქერქის 1,6 კილომეტრიანი ზედა ფენა შეიცავს მხოლოდ 70 მილიგრამ ასტატს. რაც შეეხება ფასს, ძალიანაც რომ მოინდომოთ, ასტატს ვერსად იყიდით, რადგან უბრალოდ, არ იყიდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი