logo_geo
დედა სახლში 2,5-ჯერ მეტს მუშაობს, ვიდრე სხვები 8-საათიან სამსახურში
- +

25 აპრილი. 2018. 00:06

 

 

„იყო დედა - ნიშნავს სრულ განაკვეთზე მუშაობას“, - ალბათ ხშირად გაგიგონიათ ეს ფრაზა. ეს სრული სიმართლეა. კვლევებმა, რომელიც ამერიკელმა სპეციალისტებმა ჩაატარეს, აჩვენა: რომ საშუალოდ დედა ბავშვების მოვლაში კვირაში 93 საათს ხარჯავს - 2,5-ჯერ მეტს, ვიდრე ისინი, ვინც ყოველდღე 8 საათს მუშაობენ.

 

კვლევის ავტორებმა გააანალიზეს 5-დან 12 წლამდე ბავშვების 2000 დედის გრაფიკი და აღმოაჩინეს, რომ დედის სამუშაო დღე იწყება 6:23 წთ, ხოლო მთავრდება მინიმუმ - 20:13-ზე. ამასთან, თითოეულს თავისუფალი დრო რჩება საშუალოდ 1 საათი და 7 წთ (დედების უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს, ეს დრო მარტოობაში გაატაროს (მიიღოს აბაზანა ან გაერთოს სოციალურ ქსელში).

 

„გამოკვლევის შედეგებმა კიდევ ერთხელ თვალნათლივ აჩვენა ის ძლიერი წნეხი, რომელსაც დედები ყოველდღე განიცდიან, ასევე პრობლემები, რომელსაც ისინი წყვეტენ“, - ამბობს კეისი ლუისი, იმ კომპანიის წარმომადგენელი, რომელმაც შეუკვეთა ეს გამოკითხვა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი