logo_geo
რას ამბობს თქვენი დაბადების წლის ბოლო ციფრი თქვენ შესახებ...
- +

25 აპრილი. 2018. 03:37

 

 

დაბადების წელს ადამიანის ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია წლის ბოლო ციფრი. ყველა ციფრს სამყაროს სხვადასხვა ელემენტი შეესაბამება. სწორედ ამის მიხედვით განსაზღვრავენ ადამიანების პიროვნულ მახასიათებლებს.

 

გავიგოთ როგორ ადამიანი ხართ:

 

  1. თუ თქვენი დაბადების წელი ბოლოვდება 0-ით, ან 1-ით, თქვენ შეგესაბამებათ ლითონი - გამოირჩევით ძლიერი და უდრეკი ხასიათით. თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სამართლიანობა, თავისუფლება და ამავდროულად, დაცულობის განცდა. მზად ხართ ადამიანებს სხვადასხვა სიტუაციებში გვერდით დაუდგეთ და სოლიდარობა გამოუცხადოთ.

 

ცდილობთ, იცხოვროთ თანმიმდევრულად და სიყვარულით. ზუსტად იცით, თუ რა გსურთ ცხოვრებაში და ყველაფერს აკეთებთ მიზნების მისაღწევად. ამბიციური ხართ, თუმცა ეს ამბიციები უსაფუძვლო არ არის. გსურთ სიმდიდრე, ფუფუნება და ძალაუფლება.

 

  1. თუ თქვენი დაბადების წელი მთავრდება 2-ით, ან 3-ით, თქვენი ნიშანია წყალი - თქვენი მთავარი მახასიათებელია თანაგრძნობის უნარი. არ შეგიძლიათ ადამიანის გასაჭირში დატოვება. ამის გამო ხალხს ძალიან უყვარხართ. საოცარი წარმოსახვის უნარი გაქვთ, ზოგჯერ არარსებულს იჯერებთ. უმეტესწილად მოქმედებთ ინსტინქტებითა და ინტუიციის მიხედვით, ხართ დეტალებზე ორიენტირებული.

 

  1. თუ თქვენი დაბადების წელი მთავრდება 4-ით, ან 5-ით, თქვენი ნიშანია ხე - გამოირჩევით გულმოდგინებითა და შრომისმოყვარეობით. ხართ ორიგინალური, განსხვავებული, არავის ჰგავხართ. ოცნებობთ აღმოჩენებზე, გინდათ, რომ თქვენი კვალი დატოვოთ და სამყაროში ბევრი ახალი რამ აღმოაჩინოთ. ძალიან ჭკვიანი ხართ.

 

  1. თუ თქვენი დაბადების წელი მთავრდება 6-ით, ან 7-ით, თქვენ ცეცხლის ნიშანი ხართ - თავგადასავლებისმოყვარული ხართ, მოგზაურობა თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მსოფლიოს ყველა ქვეყნის ნახვა გინდათ. ბუნებრივები ხართ, არასოდეს თამაშობთ.

 

  1. თუ თქვენი დაბადების წელი მთავრდება ციფრი 8, ან 9, თქვენი ნიშანია მიწა - ყოველთვის ცდილობთ ჭკვიანური და ბრძნული გადაწყვეტილებები მიიღოთ. არ დაფრინავთ ოცნებებში. თქვენთვის მნიშვნელოვანია დისციპლინა. ცხოვრობთ გეგმის მიხედვით.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი