logo_geo
ლიზა ვაჩნაძე - სანდრო ახმეტელი კახელ გაქირს მეძახდა...
- +

25 აპრილი. 2018. 11:29

 

 

გიორგი შავგულიძის მეუღლე ლიზა ვაჩნაძე კახელი გახლდათ. ჯერ რუსთაველის თეატრში, სანდრო ახმეტელის დასში იყო და „თეთნულდში“ ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა. ახმეტელისა და მარჯანიშვილის კონფლიქტის შემდეგ, მარჯანიშვილის დასში გადავიდა და მის თეატრში არაერთ სპექტაკლში ითამაშა.

დიდი ხნის წინ, მასთან სტუმრობა გვინდოდა და ცნობილი მხატვრის, ირაკლი გამრეკელის მეუღლემ, ელენე ვაჩნაძემ(ლუწიკამ) დაიყოლია ბოლოს და ბოლოს. არც სიტყვამრავალი მოსაუბრე აღმოჩნდა მაინცდამაინც. სამაგიეროდ, ჰქონდა ხელნაწერი მემუარები, უაღრესად საინტერესო და განსაკუთრებით დამამახსოვრდა რუსული ჯარის შემოსვლა კახეთში1921 წელს. საინტერესო მოგონებები ჰქონდა: ბავშვობის, ვაჩნაძეების, ქართული სოფლის შესახებ. არაერთგზის თხოვნის მიუხედავად, ყოველთვის ასეთი პასუხი ჰქონდა: ახალგაზრდები უყურადღებონი ხართ და რვეულს დამიკარგავთო.

ვგონებ, არსად არ გამოქვეყნებულა მისი მოგონებები.

 

„სანდრო ახმეტელთან სულ ვკამათობდი, ჯიუტად ვიცავდი ჩემს პოზიციას და ისიც კახელ გაქირს მეძახდაო“.

 

/ნოდარ პაპუაშვილი/

 

 

 

 

big_banner
არქივი